Страницы

воскресенье, 22 февраля 2015 г.

მოსკოვი უკრაინის "პარალელური მთავრობის" შექმნას გეგმავს!

უკრიანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ნიკოლაი აზაროვი
მიმიდნარე წლის 21 თებრვალს, რუსელ ტელეარხ ТВЦ-ს ეთერში სტუმრობისას, უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა განაცხადა რომ მხარს უჭერს იდეას "წარმომადგენლობითი ორგანოს" შემქნის შესახებ, რომელიც მისი თქმით, უკრაინის ყოფილი ხელისუფლების წარმოადგენლებისაგან დაკომპლექტდება და ამჟამინდელი "ანტიუკრაინული" პოლიტიკის წინააღმდეგ იბრძოლებს.
აღნიშული იდეა რამდნეიმე დღის წინ რუსეთის პარტია "Справедливая Россия" ლიდერმა სერგეი მირონოვმა გაახმოვანა და გამოხატა გაკვირვება რომ უკრინის "დევნილი" მთვარობა არ ქმნის "დევნილ მთავრობას" ან რამე მსგავს: - "მე რომ მათ ადგილას ვიყო აქამდე დიდი ხნის შემქნილი მექნებოდა ასეთი ორგანიზაცია, თანაც "უკრიანულ დევნილ მთავრობას" შესაძებლობა აქვს დახმარებისთვის მიმართოს რუსეთს" (?!). მირონოვმა მაშინვე თქვა რომ იანუკოვიჩის ხელმძღვანელობით ასეთი რამ არამცდაარამც არ გამოვიდოდა, თუმცა მისი აზრით ნიკოალი აზაროვს აქვს ასეთი რესურსი და მისაღები კანდიდატიც იქნებიოდა! როგორც ჩანს მირონოვის იდეა ჭკუაში დაუჯდათ კრემლის მესვეურთ და დაიწყეს ამ პროექტის განხორციელება. ამიტომაც ჰგავს გაჭრილი ვაშლებივით მირონოვისა და აზაროვის განცხადებები. ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით მას არ სურს შეხვედრა იანუკოვიჩთან, თუმცა მისივე თქმით "ანტიუკრაინული" რეჟიმის წინააღმდეგ ითანამშრომლებს ნებისმიერთან.
პარტია "Справедливая Россия" -ს ლიდერი
სერგეი მირონოვი
 ჯერჯერობით დაუდგენელია შეიქმნება თუ არა რამე მსგავსი, თუმცა როგორც გამოცდილება გვაჩვენებს საჭიროეიბის შემთხვევაში ასეთ ორგანიზაციას შემქნიან რამდნეიმე წუთში, თუმცა რადგან ამაზე ღიად დაიწყო ლაპარაკი სავარაუდოდ ალბათ მაინც შეიქმნება და მირონოვის ფრაზა - "შეუძლიათ მიმართონ დახმარებისთვის რუსეთს" კარგს არაფერს მოასწავებს. რადგან, რუსული პროპაგანდა დღემდე იმეორებს რომ კანონიერი ხელისუფლება იყო იანუკოვიჩის ხელისუფ;ება და მოხდა უკანონო, ანტიკონსტიტუციური გზით მისი დამხობა. შესაბამისად რუსებს ერთ მშვენიერ დღე შეუძლიათ (მიუხედევად იმისა რომ არჩევნების შედეგები აღაიარეს) უარი თქვან უკრიანის ხელისუფლების კანონიერების აღიარებაზე და საბრძოლო მოქმედებები დაიწყონ - მოძმე უკრაინის კანონიერი ხელისუფლების თხოვნის საფუძველზე. 
თავად აზაროვის თქმითაც საჭიროა, "ანტიუკრაინულ" პროპაგანდაზე "ალტერნატიული" ხედვების შეთავაზება უკრაინელი საზოგადოებისათვის.  სწორედ აღნიშულ "ალტერნატიულ რეალობას" ქადაგებს მთელი რუსული პროპაგანდისტული მანქანა და კარგად ვიცით რასაც ნიშავს რუსული "ალტერნატიული რეალობა"ან ჩვენს შემთხვევაში "ახალი რეალიები"!      

Комментариев нет:

Отправить комментарий