ერთ დროს, ამ სიტყვებს რომელიც სათაურმა გაგახსენათ, მთელი საქართველო ჰიმნად ვმღეროდით! იმ აწმყოს სულისკვეთებას მაშინ ასახავდა ეს სიტყვები და იდენტური იყო მისი შექმნის პერიოდის. იგივეს ამბობს დღეს ერი. მიუხედავად იმისა გამარჯვებულია თუ დამარცხებული პოლიტიკურ ბრძოლაში.
ყველა ცალსახად თანხმდება იმაზე რომ აწმყო - არ არის კარგი! ეს რაც შეეხება საზოგადოდ გავრცელებულ ინტერპრეტაციას მაგრამ - თუ ცოტაოდენ ლოგიკას გამოვიყენებთ, დავინახავთ რომ არც მთლად ეგრე ცუდად არის საქმე და სამივე აწმყო ერთმანეთისაგან ბევრი რამით განსხვავდება. სამივე შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ რომ ერმა პროგრესი განიცადა, რა მნიშვნელობა აქვს კონკრეტულად რომელ სფეროში, მთვარია რომ რაღაც გაიუმჯობესა. მგონი რომ არავინ არის იმის წინააღმდეგი ვთქვათ ყოველგვარი ეჭვების გარეშე - 90-იანი წლების აწმყოს, დღევანდელი აწმყო სჯობია! (ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში) ამ «სჯობიამდე» რაღაც პროცესებმა და შესაბამისად რომელიღაც ადამიანთა ჯგუფმა მოიყვანა ერი. მოკლედ მიდრეკილება რომ გვქონდეს პოზიტიურისკენ, უკან გახედვისას იმათ დავინახავდით ვინც განავითარა და არა იმას რასაც ვხედავთ. მაგრამ, აქ დგება მომავლის საკითხი - ვიცით კი რა გვინდა მომავალში და რას ვგულისხმობთ - მომავალი ჩვენია! - ში?
ძალიან მოხარული ვიქნებოდი რომელიმე პოლიტიკურ ძალას რომ წარმედგინა ჩამოყალიბებული, უბრალო ენაზე გასაგებად - მიზანი, რომელიც ორი სიტყვით ყველასთვის გასაგები იქნებოდა და არა კლასიკურად ქცეული საერთო ფრაზები - დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები, გაბრწყინება, ანთება, და რა ვიცი რაც კი თავში მოუვათ, მაგალითად უფასო ფულების დარიგება და ერთ საათში ქვეყნის სამოთხედ გადაქცევა - «აი თქვენ ნახავთ»-ით დაწყებული მრავალი დაპირება რომელიც ბოლოს გადაყლაპა ქართველმა ამომრჩეველმა და ა.შ
მაგალითისთვის - რესპუბლიკელების პარტიის მიზანი რა არის? როგორი იქნება ქვეყანა თუ კი მათი პარტია იქნება უმრავლესობაში? რა იცის ხალხმა ამ პარტიის შესახებ? ისევე როგორც სხვა უამრავი პარტიის შესახებ? მხოლოდ ის თუ ვინ არიან ამ პარტიის ლიდერები, მეტი არაფერი. პოლიტიკაში უფრო მეტად გარკვეულებმა ისიც იციან რომ პროდასავლურია ან პრორუსული, მაგრამ ძალიან ბევრი პარტიაა ისეთი, რომლის შესახებ ასეთი კლასიფიკაციაც არ ვრცელდება. ამამორჩევლის სიმპატია/ანტიპათიაც განპირობებულია პიროვნული ფაქტორით - მოკლედ, ქართული პოლიტიკა პერსონიფიცირებულია და არა იდეოლოგიზირებული.
დღეს არსებული პოლიტიკური კონტექსტისაგან თუ გავნთავისუფლედებით და დავფიქრდებით, სააკაშვილის პოლიტიკურ დოქტრინას გეოპოლიტიკური მიზანი ჰქონდა. ამ მიზნის მიღწევა საქართველოსთვის ძალიან ბევრი თვალსაზრისით სასარგებლო იქნება. ამ მიზნის ნაწილი იყო ბათუმის უნივერსიტეტი და სწორედ ამიტომ იყო ასეთი რეაქცია მისი ფუნქციის გაუქმებაზე.
ძალიან საინტერესო იქნებოდა, დღეს სატელევიზიო და საინფორმაციო სივრცეში აქტიური პოლიტიკოსებისთვის რომ გვეკითხა - რას ხედავენ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიზანში?! - რამდენად არაერთგვაროვან მოსაზრებებს მივიღებდით?
მესმის რომ დღეს განსაკუთრებით გავრცელებულია პოლიტიკისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება მაგრამ, გაუგებარია აბსულუტური უგულებელყოფა ისეთი პროცესების, როლმებიც ნებსიმიერ შემთხვევაში ახდენენ შენს ყოველდღიურობაზე გავლენას. განსაზღვრავს შენი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს და ხედავ რომ ამ მნიშვნელოვანი ნაწილის შენთვის ორგანიზება არ ხდება შენთვის სასრგებლოდ, რატომ არ უნდა გქონდეს რეაქცია? ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ სახალხო, ჯოგური პრინციპით მმართველობების გამოცდილება საკმოად არის კაცობრიობის ისტორიაში და ჯერ ამას შედეგი არ მოუტანია იმ ერისთვის, რომელმაც ასეთი რამ დაუშვა. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შევეგუოთ იმ აზრს რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფისთვის მოგვიწევს ნდობის გამოცხადება, ამისთვის ტარდება არჩევნები და საჭიროა იცოდე ზუსტად, რა მოხდება მას შემდეგ, რაც გაიმარჯვებს შენს მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური ძალა. მაგრამ იმისთვის რომ მოხდეს გამიჯვნა სასარგებლოსა და უსარგებლოს შორის, საჭიროა ვიცოდეთ «რისთვის» სასარგებლოს ან უსარგებლოს ვგულისხმობთ. ამას კი, სამწუხაროდ, უმრავლესობა მოსახლეობის აზროვნებაში გამეფებული ნიჰლიასზმის გამო ვერ მივაღწევთ. ვიდრე პოზიცია - «მე პოლიტიკა არ მაინტერესებს»! ერთგვარად პოზიტიური ტონის მატარებელი იქნება, პოლიტიკოსები ყოველთვის იქნებიან ამ «განრიდებულთა» (სხვგვარად შუაშისტებსაც ვიძახით ხოლმე) არსებობის განმსაზღვრელები. პოლიტიკოსების, სწორედ ეს «განმსაზღვრელი»-ს სტატუსია მათი უკმაყოფილების მიზეზი, რომელიც საბოლოო ჯამში პოზიციას განსაზღვარავს. შესაბამისად პოლიტიკოსსაც ნაკლებად უწევს იმაზე ფიქრი თუ რამდენიად რეალურ და განხორციელებად იდეებს სთავაზობს ამომრჩეველს, მთავარია გამეორებული იყოს და დაპირება შეიცავდეს მოსახლეობაში არსებულ პრობლემებს, მაგალითად გაჭირვებაა? - დავპირდეთ პენსიების მომატებას! დაიჯერებს ხალხი იმიტომ რომ უნდა პენსიის მომატება, მაგრამ იმაზე არავინ ფიქრდება რომ დღეს რომ არ აქვს ეს გაზრდილი პენსია, ხვალ პატივცემული პოლიტიკოსი რომ მოვა ხელისუფლებაში, საიდან მოიტანს პენსიის გასაზრდელ ფულს? ან რაღაცას უნდა მოაკლოს, ან რაღაც უნდა შექმნას! ხომ ასეა?! თუ არ ქმნის და პენსიას ზრდის - ეს ცუდია! იმიტომ რომ რაღაცას მოაკლო და არავინ იცის ეს რაღაცა რა არის! დღევანდელ რეალობაში ეს რაღაცა - ქვეყნის უსაფრთხოებაა! და უსაფრთხოების გარეშე დარჩენილი ქვეყნის მომავალი რამდენიად არის სასურველი, ამაზე თავად იფიქრეთ!
თითოეული ქართველის მომავალი მხოლოდ პირადად მასთან არის კავშირში და არავითარი საერთო მიზნებისაკენ სწრაფვის ინსტიქტი ჩვენ არ გვახასიათებს. ან გვახასიათებდა და ბოლო საუკუნეების, რუსეთის იმპერიის მიერ წარმოებულმა მიზანმიმართულმა გენოციდმა ეს უნარიც დაგვიჩლუნგა. შესაბამისად ერის ბედზე ჩაფიქრებულთა მხრიდან, ხშირად მომისმენია რომ ქართველების მოტივირება, ბრძოლისა ან შრომისადმი ნებაყოფლობით საფუძვლებზე, არის აბსურდი და საჭიროა დამორჩილებულ მდგომარეობაში გყავდეს რომ რაღაც გააკეთებინო. ამაზე უამრავ არგუმენტს მოიყვანენ და ძნელი იქნება არ დაეთანხმო. უმთავრესი არგუმენტი რომელიც ასეთ საკითხებზე კამათისას ხშირად მომისმენია, ეს არის მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ქართველების რაოდენობა, რომელშიც საბჭოთა რსპუბლიკებს შორის პროცენტულად ყველაზე მეტი ადმაიანი წავიდა «კომუნისტური იდეალების გადასარჩენად». შემდეგ კი 2008 წლისა და უფრო ადრინდელ კონფლიქტებში ქართველების აბსულუტური დასაქსულობა და გაუტანლობა გახდა მთავარი პრობლემა, რომელსაც გარეშე ძალაც აქტიურად ასხამდა გესლს, დასაქსულობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.
დღეს კი იგივე გესლი ინთხევა ქვეყანაში რომ ქართველები აწმყოთი მაქსიმალურად უკმაყოფილონი იყვნენ და საკუთარი მომავლი აქვე დაასამარონ. ნებსიმიერი მომავალი პროცესი იწყება აწმყოში და თუ კი აწმყოში არ წყვეტ რა გინდა მომავალში (ანუ იაზრებ შედეგს), შესაბამისად ამ აწმყოს შემდეგ დამდგარი მომავალი, ისევ უშედეგო წარსული და «უმოწყალო» აწმყო იქნება!
მას შემდეგ რაც უკრაინის კრიზისი დაიწყო და მთელი ცივილიზებული სამყაროს მზერა პრაქიკულად უკრაინისა და ჩვენი რეგიონის მიმართულებით არის მომართული, საქართველომ ძალიან ბევრი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, რომელიც დაეხმარებოდა პოლიტიკური დივიდენდების მიღებაში, აწმყოშიც და მომავალშიც. თუმცა, საქართველოს მოსახლეობის აბსულუტური უმრავლესობის დუმილის პირობებში, ყველა ეს შესაძლებლობა გაშვებული იქნა ხელიდან და რაც კი რამ უპირატესობა გვქონდა მოპოვებული, საერთაოშრისო ორგანიზაციებში, ისიც დავკარგეთ, ჩევნი ამჟამინდელი ხელისუფლების უკვე დაუფარავი კოლაბორაციონისტული ნაბიჯების გამო.
დღეს საქართველოში არსებული აწმყოთი, უკმაყოფილოა ყველა - უმრავლესობის მხარდამჭერიც, ციხიდან გამოგდებული შპიონიც და ოპოზიციის მხარდამჭერიც! ჩვენი აწმყო იმეორებს იმ წარსული აწმყოების პრობლემატიკას და მთავრი, რომელიც ამ ციკლში შეინიშნება ეს არის ჩვენი ერის თვისება - იყოს დასაქასული და არაერთსულოვანი მაშინ, როდესაც ეს მის განვითარებას ასე ძალიან სჭირდება!
დარწმუნებული ვარ ჩვენი თაობა, რომელიც დღეს ამ შესაძლებლობებს ხელიდან უშვებს ისე რომ ვერც კი ამჩნევს, მომავალში დაჯდება და სინანულით იტყვის, რომ ძალიან ბევრი შესაძლებლობა არ გამოიყენეს და ა.შ. მერე ნიშნის მოგებაც გვიანი და უადგილო იქნება და ეს სინანულიც! იმიტომ რომ მაშინაც, აწმყოს უმოწყალობას უმღერებენ ჩვენი შთამომავლები და ისევ გაუმჭვირვალი მომავლის იმედად მოუწევთ ცხოვრება, რადგან უახლოეს წარსულში, როდსაც მათ «აწმყოზე» უნდა ეზრუნათ წინაპრებს - რუსეთის ბაზარზე ფიქრობდნენ და მომავლისთვის არ ეცალათ!

Комментариев нет:
Отправить комментарий