Страницы

понедельник, 16 февраля 2015 г.

მოსკოვში პუტინის სახელობის მეჩეთის აშენება სურთ

აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის რუსეთის მუსლიმანური სათვისტომოს ხელმძღვანელს შავკატ-ხაჯი ავიასოვს. შესაბამისი თხოვნით მოსკოვის მერს სერგეი საბიანინსაც მიმართა, რათა ამ უკანსკნელმა გამოყოს მიწა მოსკოვის ტერიტორიაზე მეჩეთის მშენებლობისთვის.
რომელიც რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახელობის იქნება. ავიასოვი ამ ინიციატივას ხსნის პუტინის სახელის უკვდავყოფის სურვილით. მისი აზრით პუტინი არის ეპოქალური მაშტაბის, ზეციდან მოვლენილი პიროვნება და სჭიროდ მიაჩნია მისი სახელის უკვდაყოფა! თავს პატრიოტ რუს მუსლიმად ასახელებს და მოხარულია რომ ბოლოსდაბოლოს ყირიმი დაუბრუნდა დედასამშობლოს!
 არ ვიცი რა კრიტერიუმებით აფასებს პეტივცემული ავიასოვი ეპოქალური პიროვნებებს მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით პუტინმა, შეიძლება სამარადჟამოდ დაასამარა "რუსული სამყაროს იდეა". ის მომავალში ისეთივე განდევნილი იქნება როგორც ფაშისტური იდეოლოგიაა განდევნილი დღეს. თუ რა თქმა უნდა რუსებმა არ შეაჩრეს ეს უაზრო სისიხლისღვრა, რომელიც მეზობელ ქვეყნებშია გაჩაღებული და რომლის კიდევ უფრო გართულებითაც პრაქტიკულად იმუქრება პუტინი.
 ადამიანმა, რომელმაც კაცობრიობა ცივი ომის შემდეგ, რეალური ბირთვული საფრთხის წინაშე დააყენა, თავისი ახალი სამხედრო დოქტრინით, რომელშიც საკუთარ თავს მიანიჭა უფლება პირველმა გამოიყენოს ბირთვული აიარღი და მათ შორის რეგიონალური მაშტაბის კონფლიქტშიც, როგორ შეიძლება მისი სახელი ეწოდოს მეჩეთს, ეკლესიას ან პაგოდას? აღარაფერს ვამბობ თავად რუსეთის მსულიმებისა და ასევე რუსი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე. 
 რუსული პრესის მიხედვით პუტინის რეაქცია ამ ინიციატივაზე უცნობია, თუმცა თავად ფაქტი უკვე მიუთითებს მდგომარეობის სიმძიმეზე და სიმართლე გითხრათ, საბჭოთა მლიქვნელობის ტრადიციიდან გამომდინარე არც გამიკვირდება რომ ასეთი მშენებლობისათვის, საბიანინმაც გამოყოს მიწა.
წყარო 

Комментариев нет:

Отправить комментарий