უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მოქმედი სეპარატისტების ერთერთი მხრდამჭერი ინტერნეტსაი ICORPUS-ის გადამღები ჯგუფი, ერთერთი სადაზვერვო რაზმის ხელმძღვანელთან ერთად, დებალცევოსთან პოზიციებზე გავიდა და ერთერთი მაღალი შენობიდან ის არსებული მდგომარეობა გადაიღო, რომელიც ქალაქის მისადგომებთან არის შექმნილი.
ვიდეო მასალა სამწუხაროდ სეპარატისტების მხარდამჭერ საიტებზე უფრო მოიპოვება ვიდრე უკრაინულ ვებ გვერდებზე, თუმც ასეპარატისტების მიერ გავრცელებული ვიდეოების 90% დადგმული სცენებია და მიზნად ისახავს სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, რომელი "რეალობის" შექმნასაც ცდილობენ კრემლის მესვეურები.
ვიდეოდან ჩანს თუ რა მაშტაბის ბრძოლები მიმდინარეობს დებალცევოსთან. ვიდეოზე აღბეჭდილი ტერიტორიიდან, უმრავლესობა უკრაინის არმიის შენაერთებისა ამჟამად უკვე გამოსულია, თუმცა ცეცხლი სხვა მიმართულებებითაც კვალვ გახსნილია და უკრაინული მედია, ანტიტრორისტული შტაბიდან დღეში რამდენჯერმე იღებს ინფორმაციას რუსეთის მხრიდან სამხედრო კოლონების, უკრიანის ტერიტორიაზე შესვლისა და ცოცხალი ძალის შეყვანის შესახებ. ასევე ვრცელდებე იფორმაცია შეტაკებების შესახებ.

Комментариев нет:
Отправить комментарий