Страницы

суббота, 3 января 2015 г.

ანტიპუტინური ჯანყი "ნოვოროსიაში" (ვიდეო/video)

ახალი წლის დადგომასთან ერთად, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში გამაგრებულ, პრორუსი სეპარატისტების რიგებში განხეთქილებამ იჩინა თავი. უკვე ორი დღეა ინტერნეტ რესურსებზე რომელიც სეპარატისტების ამბებს გადმოსცემს აქტიურად მიდის პუტინის ლანძღვა და რუსული არმია, რომელიც მოძმე რუსების დასახმარებლად
შევიდა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ტერიტოროაზე, თავად სეპარატისტებისთვის გახდა საოკუპაციო. დაუმროჩილებლობა რომელიც ანტიპუტინურ აჯანყებად მოინათლა ერთერთი საველე მეთაურის, ალექსანდრე ბედნოვის (მეტსახელი «ბეტმენი») თაოსნობით დაიწყო და შედეგად, დღეს უკვე აღნშული აჯანყებული საველე მეთაური მოკლულია. (თანამოაზრეთა მიერ გავრცელებული ვიდეო რგოლი კი წაშლილი) თანამებრძოლების თქმით ის და კიდევ ხუთი თანხმლები პირი, რუსულმა სპეცდანიშნულების რაზმმა გაანადგურა 1 იანვარს, დღისით-მზისით, ყოველგვარი შეფუთვის გარეშე.
რუსული სპეცრაზმის მიერ მოკლული ალექსანდრე ბედნოვი
 პრობლემა კი ერთერთი სიპარატისტის მონაყოლის მიხედვით, იმაში მდგომარეობს რომ დღესდღეობით ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკას არა ადგილობრივი, არამედ რუსული სპეცსამსახურების მიერ წარგზავნილი, ვინმე პლოტნიცკი ხელმძღვანელობს, რომელიც სეპრატისტის თქმით ლუგანსკის ხელმძღვანელად დანიშვნამდე, განაგებდა მთავარ არსენალს რომელშიც რუსეთიდან შედიოდა იარაღი და ტყვია-წამალი, ხოლო იქიდან ნაწილდებოდა სხვდასხვა შენაერთებსა და მოხალისეთა ბატალიონებზე. სწორედ ამ ნაკადს აკონტროლებდა პლოტნიცკი. შემდეგ გახდა ლუგანსკის ე.წ. თავდავის მინისტრი და ამჟამად კი «ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის» პრემიერ-მინისტრია. ავტორის თქმით რომელმაც ერთგვარი აღაიარებითი წერილი გამოაქვეყნა ინტერნეტის საკუთარ გვერდზე, გაბრაზებულია პუტინსა და რუსულ ჯარზე, რომელთაც საოკუპაციოს უწოდებს, ხოლო პლოტნივკის სურკოვის (პუტინის თანაშემწე) კრეატურას უწოდებს…
ყურადსაღებია რომ წინა დღეებში, პუტინის ანტიუკრაინული პოლიტიკით უკმაყოფილება გამოთქვა, რუსული ნაციონალიზმის მამამ ალექსანდრე დუგინმა. ამ სულისკვეთებით არის გაჯერებული ბევრი სეპარატისტის განცხადება, მათ შორის ხელოვნური «რესპუბლიკების» ყოფილი ხელმძღვანელები, რომლებმაც ერთერთ სატელევიზიო გადაცემაში სტუმრობისას განაცხადეს რომ მრავალი ობიექტური მიზეზის გამო, პროექტი «ნოვოროსია» არ შედგა და ვერც შედგება. ეს პროექტი იხურება და როგორც ჩანს ამ დახურვას თავისი საფასური აქვს, რომლის გადახდაც იმ «გულანთებულ რუს ნაციონალისტებს» მოუწევთ, რომლებმაც პირველებმა დასტაცეს იარაღს ხელი და საომრად უკრაინაში გაიქცნენ.
ყველივე ამის ფონზე ჩნდება კითხვა - რას აპირებს პუტინი თავისივე შექმნილ სეპარატისტულ ანკლავებში? თუ კი იქ ნაციონალური რესპუბლიკების შექმნის პროექტი ჩავარდა, მაშინ რა განვითარება უნდა მისცენ ამ პროქეტს პუტინმა და მისმა სტრატეგებმა? 
იმ ინფორმაციის საფუძველზე რომელიც ვრცელდება, სავარაუდოდ მოხდება რუსული საოკუპაციო რეჟიმის დამყარება და იმ მცირერიცხოვან «შეიარაღებულ» ბანდების მუსრის გავლება, რომლებიც ამ დრომდე რუსული არმიის დამხარებითა და «სახალხო რაზმების» სახელით, უკრიანულ არმიის წინააღდმეგ ებრძოდნენ. 

 წარმოუდგენელია მაგრამ სრულიად შესაძლებელია, პუტინმა ყირიმის მსგავსი «ტრიუკი» ჩაატაროს და ეს ტერიტორიები ყოველგავრი ზედმეტი ცერემონიების გარეშე, რუსეთის ტერიტორიად გამოაცხადოს, რაც კიდევ ერთი უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იქნება პუტინისთვის და რუსეთის აღსასრულს კიდევ უფრო დააჩქარებს. 

Комментариев нет:

Отправить комментарий