საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალი ალ-ნაიმიმ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, ჟურნალ Middle East Economic Survey (MEES)-სთვის მიცემული ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებების გამო, რომელიც რუსეთსა და ნავთობის დაბალ ფასებს ეხებოდა.
მინისტრის განცადებით საუდიტებისთვის სულ ერთია რა ეღირება ნავთობი. ნავთობის ფასი პრობლემურია ისეთი ქვეყნებისთვის როგორიც არის რუსეთი, რომელის ეკონომიკაც მთლიანად ნავთობზეა მიბმული. რუსეთისთვის საჭირო ფასი, რომ შენარჩუნებული ქონდეს ეკონომკური სტაბილურობა, საჭიროა ნავთობზე 105$ ბარელის ფასი, საუდიტებისთვის კი ფასს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ასეთი მიდგომა მინისტრმა ახსნა იმით რომ საუდიტები, ანვითარებენ მოპოვების ტექნოლოგიას და საჭირო ფულად რეზერვებსაც იმარაგებენ «შავი დღისთვის» - «ამიტომაც არის რომ ჩვენთვის სულ ერთია რა ეღირება ნავთობი და არ ვაპირებთ რუსეთის გამო ჩვენი ინტერესები დავაზარალოთ». ალი ალ-ნაიმის თქმით, საუდის არაბეთის სტრატეგიაა - მაღალეფექტური მწარმოებელი ქვეყნების ინტერესების დაცვა. ეს არის ოპერატიული პრონციპი, რომელსაც ყველა კაპიტალისტური ქვეყანა ითვალისწინებს. მინისტრი ვერ ხედავს საჭიროებას "ოპეკ"-ის წევრი ქვეყნების მხრიდან მოხდეს მოპოვების შემცირება, იმისათვის რომ ისევ აიწიოს ნავთობზე ფასმა - მისი თქმით რუსეთის გამო ასეთ ნაბიჯებზე წასვლას არ აპირებენ!
როგორც ჩანს პუტინმა არა მხოლოდ დასავლეთი გაანაწყენა. საუდიტებიც საკმაოდ გაბრაზებულები არიან და სავარაუდოდ ეს გაბრაზება, პუტინის მიერ ასადისადმი მხარდაჭერით უნდა იყო განპირობებული. შესაძლოა, რუსების მეცადინეობით რეგიონში მიმდინარეობს ისეთი პროცესები, რომელიც საუდიტების ინტერესების წინააღმდეგ არის მიამრთული და საპასუხოდ საუდიტებმა ასეთი განცხადება გაავრცელეს.
საინტერესოა რა პსუხი აქვს ამ განცხადებაზე მოსკოვს. რას გააკეთებს იმისთვის რომ სასურველი ფასი მიიღოს და გადაარჩინოს ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსისგან. თუმცა პროგნიზები რომელიც კეთდება, რუსეთისთვის ოპტიმისტური არ არის და ალი ალ-ნაიმის განცხადება ამ პროგნოზებს კიდევ უფრო მეტ პესიმიზმს დაუმატებს.

Комментариев нет:
Отправить комментарий