უკრაინის აღმოსავლეთით ლუგანსკის ოლქში, დასახლებულ პუნქტ კრასნოდონში რუსული სპეცდანიშნულების რაზმია შესული. გავრცელებული ინფორმაციით სავარაუდოდ "ვიმპელი" და ერთერთი ე.წ. "აჯანყებულთა" ბატალიონ "ოდესის" დისლოკაციის ადგილის შტურმისთვის ემზადება.
რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა "ოდესის" ერთერთი მეთაურის, მეტსახელად "ვარიაგის" ვიდეო ინტერვიუ, რომელშიც ის აღწერს არსებულ ვითარებას. მისი თქმით სპეცდანიშნულების რაზმი ლუგანსკის ტერიტორიაზე გასულ ღამეს შევიდა და ბატალიონს ალყა შემოარტყა. არსებული ინფორმაციით ითხოვენ იარაღის დაყრას და ჩაბარებას. "ვარიაგის" განცხადებით დღევანდელი ინციდენტი გაგრძელებაა იმ ისტორიის, რომელიც რადმენიმე დღის წინ დაიწყო და რომელის დროსაც განადგურებული იქნა ტერორისტთა ერთერთი საველე მათაური "ბეტმენი". "ვარიაგის" განცხადებით ფრონტებიდან გამოწვეულია ბატალიონის დარჩენილი ძალები დახმარებისთვის. რაც შეეხება ალყას მისი თქმით აშკარად ჩანს რომ დანაყოფი რომელმაც ბატალიონი ალყაში მოაქცია, პროფესიონალები არიან. ზამთრის აღჭურვილობით, ერთი ტანკითა და რამდენიმე ჯავშანმანქანით არიან აღჭურვილნი.

ადგილობრივების ინფორმაციით ლუგანსკის ტერიტორიოაზე მოძრაობა პარალიზებულია. შეზღუდვა ძირითადად მოქმედებს მიაკროავტობუსებზე.
მოცემულ მომენტში მიმდინარეობს მოლაპრაკებები, ჯერ-ჯერობით სროლის ხმა არ ისმის. ადგილობრივებმა ასევე გადაიღეს ვიდეო რომელზეც ბატალიონ "ოდესის" ალყაა აღბეჭდილი:
როგორც ჩანს რუსულმა გენშტაბმა გადაწყვიტა "აჯანყებულებში" წესრიგის დამყარება და საკუთარი მმართველბოის გამტკიცება. ნაკლებსავარაუდოა რომ სხვა მიზანს ემსახურებოდეს ეს ყველაფერი. ის ლაპარაკი რომ ასეთი ნაბიჯი იძულებითია რადგან ადგილი აქვს მარადიორობას და ა.შ. არადამაჯერებელია. თავად კარგად უწყოდნენ. იმ კატეგორია ადამიანებისგან რომელთაც უხვად აიარაღებდნენ სხვა არც არაფერი იყო მოსალოდნელი თუმცა მეორე მხარესაც აქვს თავისი არგუმენტები და აცხადებენ რომ რუსული სპეცდანიშნულების რაზმი სურკოვის ხალხის ბრმა იარაღია, რომელთა მხილებაც კორიფციასა და ა.შ. ცოდვებში ზუსტად ლიკვიდირებულამ "ბეტმენმა" დაიწყო და მისი თანამებრძოლები აგრძელებენ.

Комментариев нет:
Отправить комментарий