Страницы

суббота, 10 января 2015 г.

ტერორიზმის ტალღა სტამბოლიდან - პარიზამდე!

ბოლო დღეებისა განმავლობაში ტერორისტული აქტების ტალღამ გადაუარა ევროპას. საფრანგეთია შოკშია და ჯერ კიდე ვერ გამოსულა ამ მდგომარეობიდან. ტერორისტული აქტები თითქმის ყოველდღიურობაა არაბულ სამყაროსა და აფრიკის კონტინენტზე მაგრამ როგორც ჩანს,
ბოლო თვეების განმავლობაში ამ სენმა გეოგრაფია შეიცვალა და სხვა ტროტორიებზეც ვრცელდება. იმისათვის რომ გავიგოთ თუ ვინ მოაწყო ეს ტერორისტული აქტები და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ერთი ლოგიკური კითხვით უნდა დავიწყოთ - ვის აწყობს ეს ყველაფერი? "ეჭვმიტანილი" რამდენიმეა და მთავრი ეჭვმიტანილი კი ISIS-ი და მისი ფანატიკოსი მებრძოლები. ეჭვმიტანილობის საკითხი ძალაუნებურად გვიბიძგებს დავფიქრდეთ ვინ არის არსებული ვითარებით ყველაზე უკმაყოფილო? ვის შეიძლება აწყობდეს დღეს ევროპასა და მის მოკავშირე ქვეყნებში მდგომარეობის დესტაბილიზაცია? აი აქ კი მხოლოდ ISIS-ი ვეღარ რჩება ძირითადად ეჭვმიტანილად რადგან ამ ორგანიზაციის პოლიტიკური გავლენა, არ არის იმ მაშტაბის რომ პოლიტიკის საერთაშორისო მდგომარეობაზე იყოს დამოკიდებული. ის გაცილებით "მარტივი" და სწორხაზოვანია, შესაბამისად ადვილად პროგნოზირებადი და ასევე ადვილად ამოსაცნობი ჩადენილ საქმეებში. ამ შემთხვევაში კი საქმე ცოტა უფრო რთულად გვაქვს - უშუალოდ შემსრულებელი ტერორისტების შესახებ გავრცელებული ინფორმაციები მრავალფერია - ზოგი ამტკიცებს რომ კადიროვის პოლიციის წევრების არიანო, ზოგი კი რიგითი ისლამისტებიო და ა.შ. მაგრამ მოდით ცოტა უფრო უკან გავიხედოთ და ვნახოთ სად დაიწყო ტერორისტული შეტევეთა სერია ევროპაზე?! - პირველი რაც მახსენდება ეს არის უკრაინა! აქტიური საბრძოლო მოქმედებიბის განელების შემდეგ, უკრაინაში ტერორისტული აქტების მთელი სერია მოეწყო. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ამ სერიას კიდევ დაემატა ერთი ფაქტი - ერთერთ საფოსტო განყოფილებაში გზავნილი აფეთქდა! შემდეგ მოჰყვა თურქეთი და რამდენიმე სერია ტერაქტებისა, რომლის ბოლო ეპიზოდი წუხელ სტამბოლის ცენტრში, ერთერთ სავაჭრო ცენტრთან აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინა გამვლელმა და პოლიციას შეატყობინა. საბედნიეროდ ამ შემთხვევაში აფეთქებისა და მსხვერპლის თავიდან აცილება მოხდა, მაგრამ ფაქტი მცდელობისა ფაქტად რჩება. ასევე საინტერესოა რომ სტამბოლის ბოლო ტერაქტისას, რომელის დროსაც თვითმკვლელმა ქალმა თავი აიფეთქა, ისევ აქტუალური იყო თვითმკვლელის მოქალქეობის საკითხი - ზოგიერთი ცნობით, ის რუსეთის მოქალქე იყო... ყველაფრის დასაწყისი კი გროზნოში მოწყობილი "საგამომცემლო სახლზე"(?!) თავდასხმა იყო, რომელიც თავისი ლოგიკითა და მიზნებით ძალიან გაუგებარი დარჩა. აღნიშული თავდასხმის შემდეგ კი კადიროვის ალოგიკური აღლუმები, დაფიცებებითა და მთელი რიგი არაადექვატური განცხადებებით, ძალაუნებურად იქცევს ყურადღებას.  ამ ყველაფერს დაუმატოთ ისიც რომ რუსები გაბრაზებულები არიან საფრანგეთზე მისტრალების გამო და არც სანქციების გამო უნდა იყვნენ მიანცდამიანც კმაყოფილები. გათვლა კი შეიძლება ძალიან მარტივი იყოს - ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო, ევროპას მუსლიმ მიგრანტთა ტალღა მოაწყდა, რომელზეც რეაქცია გერმანიაში სახეზეა და რამდენიმე კვირაა საპროტესტო აქციები იმართება, კონკრეტულად ისალამიზაციის წინააღმეგ, შესაბამისად ფონი იმისა რომ შიდა არეულობა მოეწყოს ევროპაში, არსებობს და ამის გამოყენებას ცდილობს ვიღაც... ნეტავ ვინ უნდა იყოს ეს ვიღაც?
ჩემი ინფორმირებულობის ხარისხი არ მაძლევს იმის საშუალებას რომ დარწმუნებით ვამტკიცო რამე, თუმცა ლოგიკა რომელიც იკვეთება აშკარად არ მეტვყელებს რუსეთის სასარგებლოდ. თუ პირდაპირი ჩარევა არ არის რუსული მხრიდან, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ რომ არც ხელისშემშლელი იქნებოდა რომ რამე ყოფილიყო. რუსეთს ეხლა ყველაზე მეტად აწყობს ევროპის მოსახლეობისთვის, საკუთარი სახის ჩვენება არა როგორც აგრესორის, არამედ როგორც იგივე ტერორისზმის მსვერპლის და არც არის გამორიცხული რომ რუსეთი ამ გეგმას ახორციელებდეს. რუსეთმა ასეთი ვითარება უკვე საკმაოდ კაგრად გამოიყენა 2001 წლის 9 სექტემბრის ტერაქტისას და ამის შემდეგ შემქნილი იმიჯით. თითქოს, ტერორიზმის წინააღდმეგ ბრძოლაში ცივილიზებულ სამყაროს გვერდში ედგა, რეალურად კი საკუთარი მიზნების მიღწევისთვის გამოიყენა და ამ არგუმენტაციით გაანადგურა ათასობით სიცოცხლე კავკასიაში.
 უკრაინის, თურქეთისა და საფრანგეთის ტერაქტები უშედეგოდ არ ჩაივლის, ვისი მოწყობილიც არ უნდა იყოს ის და იმაშიც დარწმუნებული ვარ შესაბამისმა სამსახურებმა საკმაოდ კარგად უწყიან საიდან და ვინ ხელმძღვანელობს ამ მარაზმს. შესაბამისად ამ აფეთქებათა ექოს მომავალ პოლიტიკურ პროცესებში აუცილებლად ვიხილივათ და დამნაშავე იქნება დასჯილი, საკუთარი სისასტიკის პირდაპირპროპორციულად.
P.S. იმ რეაქციას რომელიც ზოგიერთს ჰქონდა საქართველოში, შეგნებულად ვტოვებ უკომენტაროდ რადგან, ავადმყოფი ფსიქიკის ნაყოფთა კომენტირებაში ვერაფერს სასარგებლოსა და საინტერესოს ვერ ვხედავ!      

Комментариев нет:

Отправить комментарий