Страницы

пятница, 2 января 2015 г.

დუგინი - პუტინი ჰგავს ადამიანს რომელმაც თვითმკვლელობა გადაწყვიტა! (ვიდეო/video)

ე.წ. «ნოვოროსიის» მხარდამჭერ ერთერთ ინტერნეტ პორტალისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსმა ნაცინალისტმა ალექსანდრე დუგინმა განაცხადა რომ პუტინმა იმედები გაუცრუვა და რომ პუტინის არასწორად იქცევა განსაკუთრებით «ნოვოროსიის» საკითხთან მიმართებაში.
დუგინის განცხადებით არ არსებობს არავითარი «პუტინის ეშმაკური გეგმა» და არც არსებულა ასეთი. მისი შეფასებით პუტინის ქმედებები მას დამხობამდე მიიყვანს და თუ კი თავად პუტინს არ სურს საკუთარი ძალაუფლების გადარჩენა, მას (დუგინს) ხომ საერთოდ არ ძალუძს. 
ალექსანდრე დუგინი რუსი ნაციონალისტთა ლიდერია რომელიც ძალიან აქტიურად იყო ჩართული უკრიანის აღმოსავლეთ რეგიონებში კონფლიქტის გაჩაღებასა და იქ იდოელოგიური სამუშაოების ჩატარებაში.  მისი სახელი და გვარი არაერთხელ გაჟღერებულა უკრიანული კონფლიქტის კონტექსტში, ძნელი დასაჯერებელია რომ დუგინის მთელი ეს აქტივობა თვითშემოქმედება ყოფილიყო და ერთდროს პუტინის საყვარელი ფილოსოფოსი, ასე თავის ნებაზე იყო მიშვებული. დღეს კი დუგინის სახელი ისევ აქტუალურია მხოლოდ არა როგორც პუტინის მხარდამჭერი. მისი შეფასებით პუტინის ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ «მეიდანი» მოიწყოს მოსკოვში და ჰგავს ადამიანს, რომელმაც თვითმკვლელობა გადაწყვიტა. 
ერთი მნიშვნელოვანი დეტალი რომელიც დუგინის სიტყვაში გამოსჭვივის ეს არის ფრაზა - «იმ ძალაუფლების გათვალისწინებით რომელიც პუტინს აქვს თუ ადამიანმა გადწყვიტა თვითმკვლელობა, თუ მან თავისთვის მიიღო გადაწყვეტილება მოხდეს მისი ‘დემონტაჟი’ და აპირებს ჰააგაში წასვლას, უზარობაა რამე ან ვინმე შეეწინააღმდეგოს» რითიც დუგინმა პრაქტიკულად აღიარა რომ პუტინის მიერ განხორციელებული ნაბიჯები, უკრაინასთან მიმართებაში არის დანაშაულებრივი და სადამდეც შეიძლება მიიყვანოს ის ამ პოლიტიკამ, არის ჰააგას საერთაშორისო სასამართლო. შესაძლოა მთელს ამ  გამოსვლაში ეს იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც კი თქვა დუგინმა, რადგან პრაქტიკულად ამხილა და აღიარა რუსეთის, კონკრეტულად კი პუტინის დანაშაულებრივი ქმედებები უკრიანის წინააღდმეგ: 

Комментариев нет:

Отправить комментарий