ყველაფერს ხომ ბედი უნდა! ასეთ დროს, ასეთ ვითარებაში, ასეთი პროცესები და საქართველოში კი ეს ხელისუფლება, რომელსაც დაუდგენელი წარსულისა და მიზნების მქონე მილიარდერი მართავს. დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება, არავითარ ნაბიჯს არ დგავს იმ შესაძლებლობების გამოყენებისთვის, რომელსაც მსოფლიოში შექმნილი ვითარება გვაძლევს.
ყველა ეს შესაძლებლობა კი იმ პრობლემასთან არის კავშირში, რომელიც რამდენიმე ათეული წელია საქართველოს მოსვენებას არ აძლევს. ამ პრობლემას რუსეთი ეწოდება, რომელმაც არ გვაღირსა ფორმალურად მოპოვებული, დამოუკიდებლობითა და თავისუფლებით ტკბობა. ყველა გზებით შეეცადა საქართველოს დაჩოქებას და ისეთი პირი უჩანს, რომ არა თავისივე «ვაი - იმპერიის» თავზე ჩამონგრევა, საერთოდ გაგვანადგურებდა როგორც სახელმწიფოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ამას რუსეთი ვეღარ მოასწრებს, მიუხედავად იმისა რომ არაერთი მცდელობა ექნება. ასეა როდესაც გიგანტი ხე ეცემა, მის ირგვლივ პატარა ხეებს ქვეშ იყოლიებს და ანადგურებს. ეს ის საფრთხეა რომელიც მოცემულ მომენტში საქართველოში ყველაზე მეტად უნდა ადარდებდეთ და იმ მომავალზე მუშაობდნენ, რომელიც გარდაუვლად ითვალისწინებს მსოფლიოს იმ რუსეთის გარეშე, როგორადაც დღეს ჩვენ ვიცით, ან გამოხატულია მსოფლიოს პოლიტიკური რუქაზე.
დიდი გეოპოლიტიკური ცოდნა და განსაკუთრებული ანალიზის უნარი არ სჭირდება იმ მდგომარეობის შეფასებას, რომელიც დღეს რუსეთის ირგვლივ არის შექმნილი. ის რომ რუსეთი ამ ფორმით ვერ იარსებებს, უბრალო ეპოქალური ლოგიკის საკითხია - დღეს დედამიწაზე საწარმოო ნედლეულის დეფიციტია და ტექნოლოგიური განვითარება, რომელიც დასავლეთ ცივილიზაციამ შექმნა, საჭიროებს რესურსებს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე აურაცხელი რაოდენობით მოიპოვება. რესურსებში არ ვგულისხმობ მხოლოდ ნავთობს. ნავთობის გარდა, რუსეთის ტერიტორიაზე უამრავი სხვა ნედლეული მოიპოვება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე წარმოებისათვის, რომელიც მსოფლიო ეკონომიკას ასულდგმულებს. რუსეთს, ავი ძაღლის პოზიცია უჭირავს. ვერც თვითონ იყენებს იმ სიმდიდრეს, რომელიც გააჩნია და არც სხვას აძლევს გამოსაყენებლად. ეს არის რუსეთსა და დასავლეთს შორის კონფრონტაციის ძირითადი მოტივი, რომელიც ერთი კონკრეტული ქვეყნის მაშტაბს სცილდება, შესაბამისად მსოფლიო ფინანსური გიგანტები, არაფერს დაიშურებენ იმისთვის რომ ეს რესურსები წარმოებაში ჩაეშვას - ელემენტარული კანონზომიერებაა! რესურსებს რომ თავი დავანებოთ, რუსეთის საზღვრებთან არის ჩინეთი, რომელსაც ტერიტორიებისა და მოსახლეობის დიდი რაოდენობის პრობლემა აქვს. ჩინეთი თავისი ეკონომიკით საკმაოდ ღრმად არის ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში და მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი ტერიტორიები, რუსეთს კი ჭარბად აქვს ტერიტორია და ყველაზე ნაკლებად დასახლებული იმ ნაწილში, სადაც სავარაუდოდ ჩინეთის ძლევამოსილი მზერაა მიმართული. ამ ფაქტორების გამო, რუსეთ-ჩინეთის მოკავშირეობა წარმოუდგენელია რადგან, რუსეთის გამო ჩინეთი არ დაკარგავს იმ მდგომარეობას, რომელიც მიღწეული აქვს და რომელიც, სავსებით აკმაყოფილებს მის მიმდინარე მოთხოვნილებებს.
რუსეთი დასავლეთს საყვედურობს ტექნოლოგიების გაუზიარებლობის გამო - «საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენ შევთანხმდით რომ ტექნოლოგიური ბლოკადა მოიხსნებიოდა და მივიღებდით თანამედროვე გამოცდილებას მაგრამ, ჩვენი პარტნიორები ამ ვალდებულებას არ ასრულებენ»-ო. ეს სიტყვები პუტინმა, თუ არ ვცდები 2009 წელს, გაეროში გამოსვლისას წარმოსთქვა და პუტინი მართალია! ტექნოლოგიებს რუსეთი მართლაც ვერ იღებს და ვერც მიიღებს რადგან, თანამედროვე ტექნოლოგიების რუსეთის ხელში მოხვედრა, ეს იგივე იქნება, მაიმუნს საბრძოლო ხელყუმბარა მისცე ხელში. პუტინმა და მისმა ერმა, ჯერ ის უნდა დაამტკიცოს რომ «მაიმუნი» არ არის და მიღებულ ტექნოლოგიას დანარჩენი მსოფლიოს წინააღმდეგ არ გამოიყენებს, შემდეგ კი იწუწუნოს პარტნიორთა არაკეთილსინდისიერების შესახებ. ერთი წუთით წარმოიდგინეთ რუსეთს რომ მიეღო ის ტექნოლოგიები, რომელსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები ფლობენ, შეაზავეთ რუსეთის იმპერიული ზრახვებით და რას მივიღებთ? - მაღალტექნოლოგიურ აგრესორს, რომელსაც მსოფლიო მმართველობაში ლიდერთა ლიგაში თამაში უნდა, როგორც ერთერთ გადამწყვეტ მოთამაშეს და ამისთვის არაფერს აკეთებს, გარდა აგრესიული მოქმედებებისა. როგორც წესი ეს აგრესია მიმართულია თავისზე სუსტ და უახლოეს წარსულში, მოკავშირე ქვეყნების მიმართ. რომელთა საგარეო პოლიტიკის დასავლური ვექტორი იმდენად დემონიზებული აქვს რუსეთს საკუთარ მოსახლეობაში რომ ამ «დემონებთან» ბრძოლის მოტივით ამართლებს ყველაფერს, რაც კი თავს დამართნია. ყველა ის კომფლიქტი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთმა შექმნა, ემსახურებოდა ერთ მიზანს - არ მომხდარიყო ამ ტერიტორიაზე დასავლეთის გავლენის გავრცელება. გარკვეულწილად ამ მიზანს რუსეთმა მიაღწია და დღეს, არცერთი ისეთი ქვეყანა რომელსაც კი ჰქონდა შანსი გამხდარიყო დასავლეთ ცივილიზაციის ნაწილი, არ არის არცერთი ალიანსის წევრი. თუმცა უნდა ითქვას ისიც რომ რუსეთს ბოლომდე არ გამოუვიდა თავისი ჩანაფიქრი რადგან, საბჭოთა რკინის ფარდისგან გათავისუფლებული ერები, ცივილიზაციის იმ მიღწევებსა და ცხოვრების წესს გაეცნენ, რომელიც წარსულში აკრძალული იყო. მტერმა «დასავლეთმა» კი აურაცხელი ფული დაახარჯა ამ ერებს, რომ განვითარების ტემპები დაეჩქარებინათ და გამოეგლიჯად იმ იდეოლოგიური სიბნელიდან, რომელშიც საბჭოთა კავშირის კომუნისტურმა მმართველობამ დატოვა. ისტორიულ ჭრილში 20 და 30 წელი არაფერია იმისთვის რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროცესი დასრულდეს, როგორიც რუსეთის იმპერიის დასასარულია მაგრამ ის გარდაუვლად დადგება. ამაში ეჭვი უკვე აღარავის ეპარება რადგან ყირიმის ანექსიის შემდეგ, პუტინის მიერ გადაგმული ყველა ნაბიჯი, წამგებიანია და ყველაზე დიდი სულელური ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა, ეს არის ჩრდილოყინულოვანი ოკეანის მილიტარიზება. ეს ის საკითხია, რომელიც დაასამარებს რუსეთის ისედაც ცუდ ფორმაში მყოფ ეკონომიკას და აბსურდამდე დაუყვანს კომფლიქტს, რომელის გაჩაღებასაც იქ ცდილობს. საკუთარი ტექნოლოგიური განვითარების დონე არ აძლევს რუსეთს დღეს იმის საშუალებას რომ ასეთი ძვირადღირებული პროექტები წამოიწყოს და თანაც მოტივით, რომ იქ არსებული ნავთობსაბადოები დაამუშაოს და მარაგები ამოიღოს. შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ რუსებს იმის ტექნოლოგია არ აქვთ, რომელიც საჭიროა სქელი ყინულის საფარს ქვემოდან, ნავთობის ამოსაღებად და რომც შექმნან, იმდენად ძვირი დაჯდება რომ დედამიწაზე ნავთობის ფასი აღარასოდეს გახდება იმხელა, ასეთი ძვირადღირებული მოპოვება რომ რენტაბელური გახადოს. იმ დროისთვის, როდესაც რუსები ჩრდილოყინულოვანი ოკეანიდან ნავთობის ამოღებას შესძლებენ, ნავთობის მომხმარებელი აღარავინ იქნება დედამიწაზე.
არსებობს კიდევ მეორე მოტივი, თუ რატომაც ახდენს ჩრდილოყინულოვანი ოკეანის მილიტარიზებას რუსეთი - ეს არის გლობალური დათბობის შედეგად, გამდნარი ყინულის საფარის გამო, გახსნილი საზღვაო მიმოსვლის ახალი მარშუტები, რომელიც უმოკლესი გზაა ტრანსკონტინენტური გადაზიდვებისთვის და შესაბამისად, საკმაოდ მაღალი ეკონომიკური მნიშვნელობის მქონეა. რუსეთმა სავარაუდოდ გადაწყვიტა ამ გზის გაკონტროლება, თუმცა კი ეს მას შეეძლო იარაღის გარეშეც გაეკეთებინა, ნორმალური ქვეყანა რომ იყოს და ამაზე მას არავინ არ ეტყოდა უარს, თუკი ის შეთავაზებდა გარკვეულ სერვისებს, ამ მარშუტით დაინტერესებულ კომპანიებსა თუ ქვეყნებს. ისევე როგორც მაგალითად თურქეთი, რომელსაც არავინ არ ესხმის თავს ბოსფორის სრუტის გამო და თავისუფლად იყენებს მას მთელი მსოფლიო.
არსებობს კიდევ მეორე მოტივი, თუ რატომაც ახდენს ჩრდილოყინულოვანი ოკეანის მილიტარიზებას რუსეთი - ეს არის გლობალური დათბობის შედეგად, გამდნარი ყინულის საფარის გამო, გახსნილი საზღვაო მიმოსვლის ახალი მარშუტები, რომელიც უმოკლესი გზაა ტრანსკონტინენტური გადაზიდვებისთვის და შესაბამისად, საკმაოდ მაღალი ეკონომიკური მნიშვნელობის მქონეა. რუსეთმა სავარაუდოდ გადაწყვიტა ამ გზის გაკონტროლება, თუმცა კი ეს მას შეეძლო იარაღის გარეშეც გაეკეთებინა, ნორმალური ქვეყანა რომ იყოს და ამაზე მას არავინ არ ეტყოდა უარს, თუკი ის შეთავაზებდა გარკვეულ სერვისებს, ამ მარშუტით დაინტერესებულ კომპანიებსა თუ ქვეყნებს. ისევე როგორც მაგალითად თურქეთი, რომელსაც არავინ არ ესხმის თავს ბოსფორის სრუტის გამო და თავისუფლად იყენებს მას მთელი მსოფლიო.
უკრაინის კრიზისით და მისგან გამოწვეული უკურეაქციით, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გამოიწვია რუსეთმა, ჩრდილოყინულოვან ოკეანეში წამოწყებული ავანტურით, დაიმატა მოწინააღდემგეები, რომელთა სტრატეგიულ ინტერესებსაც, ამ ნაბიჯით უხეშად ეხება - ესენია დანია, ნორვეგია, კანადა, აშშ. არცერთი მათგანი არ არის ისეთი ქვეყნა რომ არ იყოს ანგარიშგასაწევი ძალა. ყოველი მათგანი NATO-ს წევრი ქვეყანაა და საკუთარ შეიარაღებაში ჰყავს ულტრათანამედროვე სამხედრო ტქენიკა, რომელსაც შეუძლია რუსეთის მოძველებულ და ჩამორჩენილ სამახედრო ტექნიკას, მუსრი გაავლოს იმ კლიმატურ პირობებეში, რომელისთვისაც რუსული ტექნიკა მზად არ არის და არა მარტო ცივ კლიმატურ პირობებში შეუძლიათ ამის გაკეთება!
გარდა ზემოთქმულისა, რუსეთისთვის წარმოუდგენელი, ასტრონომიული თანხებია საჭირო რომ ის ტაქტიკური და ტექნიკური აღჭურვილობა შეიქმნას, რომელიც საჭიროა უკვე გახსნილი "პოლარული სამხედრო ბაზის" აღჭურვისთვის. რუსული პროპაგანდა რა თქმა უნდა რომ აჩვენებს გახსნილი ბაზის მაღალტექნოლოგიურობას მაგრამ მხოლოდ საცხოვრებელი ყაზარმები და სამეთაურო შენობები, ვერ გახდება იმ მიზნების შესრულების გარანტი და ინსტრუმენტი, რომელსაც კრემლის სტრატეგები ამუშავებენ და ცდილობენ განახორციელონ, დედამიწის ერთერთ ყველაზე მძიმე კლიმატურ ზონაში.
პუტინის ამ გადაწყვეტილების შესახებ რომ გახდა ცნობილი, რუსულ ინტერნეტ სივრცეში ზოგიერთი მომხმარებელი, განსაკუთრებით დუგინის თანამოაზრენი, აღფრთოვანებულები იყვნენ გაცხადებული სტრატეგიით და ბევრ მათგანს, ნაპოლეონის არმიის მარცხი გაახსენა, რომელიც მძიმე კლიმატური პირობებით იყო განპირობებული. თუმცა ამ «სტრატეგებს» დაავიწყდათ რომ მოცემულ მომენტში კალენდარზე, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს მათთვის, 2015 წელია გამოსახული და შესაბამისად, ცხენებით აღარ დარბიან არმიები. ვერც იმას იტყვიან რუსები რომ კანადელებზე და ნორვეგიელებზე მატად აქვთ სიცივის ამტანიანობა, ან ისეთი ტექნიკა გააჩნიათ, რომელსაც სხვა «პოლარული მეზობლები» არ ფლობდნენ.
რუსეთმა თუ თავისი ხელით წაუკიდა ომის ფითილს ცეცხლი, მოვლენებს მიღმა არ დარჩება ასევე იაპონია, რომელსაც ჯერ კიდევ არ დავიწყებია რუსეთის მუხანათური საქციელი მეორე მსოფლიო ომის დროს და საკუთარი ტერიტორიების (კუნძულების) დაბრუნებას აუცილებლად შეეცდება. არ არის გამორიცხული კიდევ მიიმატოს ციმბირის გარკვეული ტერიტორია, იმ ზარალის საკომპენსაციოდ, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიადგა რუსული ოკუპაციის გამო.
კიდევ ერთი ე.წ. «სუსტი წერტილი», რუსეთს ცენტრალურ აზიაში უჩნდება მას შემდეგ, რაც ავღანეთიდან NATO-ს ძალები გამოვიდნენ. ამაზე ОДКБ-ს ბოლო სამიტზეც იყო ლაპარაკი და ამ ორგანიზაციის ნამდვილ გამოცდად თვლიან იმას თუ რამდენად გაუმკლავდება თალიბანისგან მომდინარე საფრთხეს უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და მიმდებარედ ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ყოველი ეს ქვეყანა, რუსეთის მოკავშირედ აპოზიციონირებს თავს და შესაბამისად მათ მოუწევთ იმპერიის საზღვრების საკუთარი მონაკვეთის დაცვა. საკითხავია რამდენად შესწევთ მათ ამის უნარი და რადენად შესძლებს რუსეთი, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, მათ შეიარაღებითა და ტექნიკით უზრუნველყოფას. ОДКБ-ს წევრი ქვეყნებიდან არცერთი არ არის იარაღის მწარმოებელი, რომ რუსეთს შეშველებოდა კოლექტიური ძალების აღჭურვაში, ხოლო თავად ამ ქვეყნებს არ შესწევთ უნარი, საკუთარი სახსრებით აღჭურვონ შეიარაღებული ძალები. მათი მზერა ისევ რუსეთისკენ არის მიპყრობილი და იქიდან ელიან «ფეშქაშად» შეიარაღებას. ალბათ არც ის იქნება გამორიცხული რომ ტაკიჯებიც და ყირგიზებიც, საკუთარი უთანხმოებიდან გამომდინარე, ხელოვნურადაც შექმნაინ «თალიბანის» საფრთხეს, რომ რუსეთს იარაღი დასტყუონ და მომავალში საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გამოიყენონ.
კიდევ ერთი პრობლემური ზონა, რომელიც შეიძლება რუსეთის შიგნით წარმოიშვას, ეს არის ჩრდილოეთ კავკასია. ამ მიმართულებით «ისლამური სახელმწიფოს» მუქარები, რომლებიც გასული 2014 წლის განმავლობაში არაერთხელ მოვისმინეთ, სავარაუდოდ შედეგების გარეშე არ დარჩება და გასათვალისწინებელია ამ ტერორისტულ ორგანიზაციაში, იმ ადამიანთა აქტიური ჩართულობა, რომლებიც ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკებიდან არიან და შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, საკუთრ მიწაზე ბრძოლას არ ითაკილებენ. სავარაუდოდ გარკვეულწილად, ამ საფრთხესაც ეპასუხებოდა კადიროვის მიერ მოწყობილი დემონსტრაცია-დაფიცება და აქ ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს უნდა გაესვას ხაზი - კადიროვის აქტივობა, შესაძლოა განპირობებული იყოს ისევდაესევ საკუთარი შეიარღებული ძალებისთვის, მძიმე შეიარაღების მოპოვების მოტივით. მართალია კადიროვის არმია აღჭურვილია რუსული იარაღით და სხვა ტაქტიკური აღჭურვილობით, მაგრამ მათ ხელში ამ დრომდე არ არის არცერთი ერთეული ჯავშანტექნიკა და მძიმე შეიარაღება. კადიროვის ასეთი გააფთრება, უკრაინის კომფლიქტში ჩართვის თვალსაზრისით, შესაძლოა სწორედ ამ მოტივით იყოს განპირობებული, რადგან თუ მოხდა ის რომ კადიროვის «ჯარი» შევიდა უკრაინაში, ამისათვის მათ მხოლოდ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი და სნაიპერული შაშხანები არ ეყოფათ. მათ აუცილებლად დასჭირდებათ ჯავშანტექნიკა და არტილერია. მეორეს მხრივ, შესაძლოა კადიროვმა თავადვე შეუწყოს ხელი ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებს გააქტიურებაში და ეს ისეთ დროს გააკეთოს, როდესაც რუსულ არმიას არ ეცლება მათთვის. ამ გზით კადიროვი შესძლებს მოიპოვოს ესოდენ საჭირო მძიმე შეიარაღება და ჯავშანტექნიკა.
საერთოდ კი ისეთი წარმოდგენა იქმნება რომ რუსეთის ამჟამინდელი ასე ვთქვათ «გარემოცვა», მისი დომინანტობის გარეშე ცხოვრებისთვის ემზადება, რომელიც თავისთავად ცხადია ისეთივე კომფლიქტებს წარმოშობს, როგორიც საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა, თუმცა გეოგრაფია კომფლიქტებისა რუსეთის საზღვრებს შიგნით შეიწევს და გავლენის ზონებშიც გავრცელდება (ცენტრალური აზია).
ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი საფრთხეთაგან, უმთავრესი კი ისევ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, ეკონომიკური კოლაფსით პროვოცირებული შიდა არეულობა შეიძლება გახდეს. პრაქტიკულად, ეს არის ერთადერთი შანსი რუსი ერისთვის, შეინარჩუნოს სახელმწიფო იმ საზღვრებში, ან მისი დიდი ნაწილი მაინც, რომელიც დღეს აქვთ. სხვა ყველა ნაბიჯი, რომელიც კი შეიძლება კრემლმა გადადგას, ისედაც მოჭერილ ყულფს, კიდევ უფრო მოუჭერს და გაცილებით მძიმე შედეგებით დაასრულებს მთელი სახელმწიფო, ვიდრე დღეს წარმოუდგენიათ.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე კი საქართველოს ამჟამინდელმა, მომდევნომ და სავარაუდოდ იმის მომდევნო ხელისუფლებებმა, უარი უნდა თქვან პაციფისტურ მიდგომებზე, ქვეყნის არმიისა და სპეცსამსახურების გაძლიერებას უნდა შეუდგნენ მთელი ძალით და აქტიურად. მთელი ერი უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი ქვეყნის ტერიტორიები და გაასუფთაოს, უკანასკნელი ორი ათეული წლების განმავლობაში, სეპარატიზმის ტყვეობაში მყოფი ტერიტორიები. ქვეყნის ძალოვანი უწყებები, მზად უნდა იყვნენ ჩვენს უშუალო სამეზობლოში ატეხილი კომფლიქტების შეკავებესთვის საზღვრებთან და არაფრისდიდებით არ უნდა დაუშვან, მათი ჩვენს ტერიტორიაზე შემოღწევა-გავრცელება.
პრინციპულად მნიშვნელოვანია მოცემულ სიტუაციაში, საგარეო პოლიტიკური კურსისი უცვლელობა და იმ არჩევნისადმი ერთგულების ტოტალური დემოსნტრირება, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ რეფერენდუმის (პლებისციტის) გზით აირჩია. დაუშვებელია ნებისმიერი ყოყმანი და გაურკვევლობა საგარეო პოლიტიკაში. პარტნიორებისათვის და სტრატეგიული მოკავშირებიისთვის, ძალზედ მნიშვნელოვანია საზოაგდოების განწყობა და მას ეფუძნება ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც კი მიღებული იქნება საქართველოსთან დაკავშირებით. ამიტომაც არის შემაშფოთებელი მოცემულ სიტუაციაში საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების «პრო»-რუსული მანევრები და ამის გამო, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები.
დღეს ხელიდან გაშვებული ყოველი შესაძლებლობა, ნიშნავს უახლოეს მომავალში წამოჭრილი საფრთხის წინაშე უმწეოდ დარჩენას!
დღეს ხელიდან გაშვებული ყოველი შესაძლებლობა, ნიშნავს უახლოეს მომავალში წამოჭრილი საფრთხის წინაშე უმწეოდ დარჩენას!

Комментариев нет:
Отправить комментарий