Страницы

пятница, 2 января 2015 г.

ერდოღანის ოფისზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა!

პრაქტიკულად წლის პირველი ნიუსია - თურქეთში, ქ.სტამბოლში ქვეყნის პრეზიდენტის ოფისზე თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ტყვიამფრქვევითა და ხელყუმბარებით იყო შეიარაღებული. ქალაქის პოლიციის შეფის განცხადებით, ბოროტმოქმედი წარსულში ნასამართლევი, "ცნობილი ტერორისტული ორგანიზაციის"
წევრია, რომელიც უფრო მეტად სამართალდამცავებს დაესხა თავს ვიდრე პრეზიდენტს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, რაც ნამდვილი სასწაულია რადგან, თავდახმელის მიერ ნასროლი ორი ყუმბარიდან არცერთი არ აფეთქდა და შემდეგ ტყვიამფრქვევიდან გახსნილი ცეცხლის შედეგადაც არავინ დაშავებულა. თავდასხმის მომენტში პრეზიდენტი შენობაში არ იმყოფებოდა.

 ბოლო რამდნიმე თვეა, თურქეთის ახალმა პრეზიდენტმა და წარსულში პრემიერ მინისტრმა, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ოპოზიციის მიმართ მკაცრი ზომების გატარება დაიწყო და რადენიმე მათგანი დაპატიმრა კიდეც. იყო ინფორმაცია რომ პრეზიდენტის კრიტიკისთვის 16 წლის სკოლის მოსწავლეც კი დააკავეს. ერდოღანი, კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა 20-მდე ოპოზიციური ჟურნალისტის დაკავების გამო. 
შესაბამისად უმრავლესობის მხრიდან, აღნიშნული თავდასხმა აღიქმება როგორც პირადად პრეზიდენტ ერდოღანის წინააღდმეგ მოწყობილ აქტად და არა ისე როგორც ეს სტამბოლი პოლიციის შეფმა სელამი ალტინოკმა განაცხადა. თავდამსხმელი დაკავებულია და გადაყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორში.   

Комментариев нет:

Отправить комментарий