სომხური მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივნის არცრუნ ოვანესიანის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით გავრცელდა, კონფლიქტის ზონაში ვითარება «დაძაბულია».
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა რაც 3 იანვრის ღამეს, სომხური მხარის მტკიცებით აზარბაიჯანულმა დივერსიულმა ჯგუფებმა ორი პროვოკაცია მოწყვეს, რომლის შედეგადაც დაიღუპა ე.წ. ყარაბახის რესპუბლიკის არმიის ორი მებრძოლი (კარენ გრიგორიანი და ვარდან მკრტიჩიანი), დაიჭრა ერთი სამხედრო ვალოდია არუთინიანი.
აზარბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად განვლილი 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 83-ჯერ დაირღვა. ასევე აზარბაიჯანულმა მხარემ გაავრცელა ფოტო მოსალა რომელიც გადაღებულია 4 იანვრის ღამეს (3-დან 4-ის), რომელზეც აღბეჭდილია სომხური პოზიციებიდან ყუმბარმტყორცნით ერთერთი დასახლებული პუნქტის დაბომბვის შედეგები.
მხარეები, ტრადიციულად ერთმანეთს აბრალებენ ცეცხლის შეწყვეტი შეთანხმების დარღვევასა და ინციდენტების პროვოცირებაში.
საინტერესოა რატომ აქვს ყარაბახის კონფლიქტს "გაყინულის" სტატუსი, მაშინ როდესაც ერთი კვირის განმავლობაში 500-ჯერ და ხშირ შემთხვევაში უფრო მეტჯერ ხდება ორმხრივი ცეცხლის გახსნა. მართალია ასეთი დუელებისას მსხვილკალიბრიანი ან შორსმსროლელი შეიარაღება არ გამოიყენება ან მინიმალურად გამოიყენება, თუმცა მხარეები ხშირად განიცდიან დანაკარგებს...



Комментариев нет:
Отправить комментарий