ალბათ ბევრმა მკითხველმა შეამჩნია რომ კადიროვი, დღითიდღე სულ უფრო უცნაურ განცხადებებს აკეთებს და შეუსაბამოდ აქტიურია არა მხოლო ჩეჩნეთის რესპუბლიკის საკითხებთან დაკავშირებით, არამედ საერთაშორიო საკითხებში.
კადიროვის მიერ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაკეთებული განცხადებების მიხედვით ის საკუთარ თავს წარმოაჩენს როგორც მნიშვნელოვანი ფიგურას არა მხოლოდ რესპუბლიკაში, არამედ მთელს რუსეთში და რეგიონულ პოლიტიკაში, თუმცა ეს რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ეს ფაქტია და ყველამ კარგად უწყის.
კადიროვის კიდევ ერთი უცნაური განცხადება გავრცელდა გუშინ რუსულ მედიაში, რომელშიც ის ამტკიცებს რომ არავითარი იატაკქვეშეთი კავკასიაში არ არსებობს. მისი თქმით შეიძლება არიან გარკვეული კრიმინალური ჯგუფები, რომელთა წევრებიც სხვადასხვა დროს ძებნაში იყვნენ გამოცხადებულები მაგრამ რაიმე ორგანიზებულ დაჯგუფებასა და იატაქვეშეთზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან ასეთი უბრალოდ არ არსებობს. ასევე კადიროვმა განაცხადა რომ მისი აგენტურა აკონტროლებს ISIS-ს და შესაბამისად ისინი საფრთხეს არ წარმოადგენე - "ჩვენ უბრალოდ თავს ვიშინებთ ISIS-ით, იქ ჩვენი აგენტურა აკონტროლებს სიტუაციას და საგანგაშო არაფერია" - განაცხადა კადიროვმა.
არავინ იცის რა დაესიზმრა კადიროვს რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს იმ საფრთხეზე, რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო ერთერთ ყველაზე დიდი საფრთხედ აღიქვამს და არც იმის ახსნა უცდია კადიროვს თუ ვის მიერ იყო ორგანიზებული გროზნოზე ბოლო თავდასხმა. ეს აქტი (თავდასხმა გროზნოზე გასულ თვეს) კონკრეტულად კადიროვის აქტივობას უნდა უკავშირდებოდეს და სამაგალითოდ იყო მოწყობილი რომ კადიროვის განცხადებები სრული სისულელეა. რამზან კადიროვი უკვე შევიდა ისეთი ტიპის პოლემიკაში რომლიდანაც გამოსვლა ძალიან ძვირი დაუჯდება. საწყენი ის არის რომ ასეთი გარეწარის, წინდაუხედავ განცხადებებს ჩვეულებრივი ადამიანები ეწირებიან.

Комментариев нет:
Отправить комментарий