ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიმდინარე წლის 9 იანვრამდე მიმდინარეობს არმიის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება. შემოწმებას ექვემდებარება ყველა რიგითი ჯარისკაციდან დაწყებული, გენერლებით დამთავრებული.
შემოწმების ფარგლებში ანგარებიდან გამოყვანილი იქნება სამხედრო ტექნიკა, რომლებიც გავლენ პოლიგონებზე. ასევე მოეწყობა საველე სამეთაურო პუნქტები და ა.შ. (წყარო)
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ტოტალური შემოწმება ახნილია, ახალი სასწავლო წლის დაწყებითა და მიმდინარე წელს დაგეგმილ სხვადასხვა ქვეყნის სამხედროთა შორის გასამართ შეჯიბრებებში მონაწილეობით, თუმცა ასეთი ახსნა ტოტალური შემოწმების ნაკლებდამაჯერებელია რადგან, ყველასთვის კარგად არის ცნობილი საფრთხეები რომელიც აშშ-ს და NATO-ს ძალების ავღანეთიდან გაყვანის შემთხევევაში იქმნება ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის და მათ შორის ყაზახეთისთვის. ასევე არანაკლები საფრთხეა ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" (ISIS) ფაქტორი.
რაც შეხება ავღანეთიდან აშშ-ს სამხედრო ძალების გაყვანას, გუშინ გავრცელდა ავღანეთის ახალი პრეზიდენტის აშრაფ განის განცხადება, რომელშიც პრეზიდენტი ამბობს რომ აშშ-ს სამხედრო კონტიგენტის ქვეყნიდან გაყვანის ვადები გადასახედია.
მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია ავღანეთში სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ, მთელი ყურადღება და განსაკუთრებით კი რეგიონის ქვეყნების, მიმართულია საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ყაზახეთისთვის ასევე არსებობს რუსული საფრთხე, რომელიც წარმოიქმნება იგივე პრინციპით როგორც ეს მოხდა უკრაინაში. ქვეყნის იმ ნაწილში რომელიც რუსეთს ესაზღვრება და დასხლებულია ძირითადად ეთნიკურად რუსი მოსახლეობით, გასული წლის გაზაფხულიდან აქტიური მუშაობა მიმდიანრეობს ეთნიკურად რუსი მოსახლეობის უფლებების დაცვის მოტივით და აქტიურად არის ამ საკითხში ჩართული რუსეთის საპატრიარქოს სახელით მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც ყაზახეთის დასავლეთთან დაახლოების პოლიტიკის პარალელურად ერთბაშად გააქტიურდნენ.

Комментариев нет:
Отправить комментарий