2015 წლის 1 იანვრიდან ყაზახეთში ამოქმედდა NATO-ს საკონტაქტო ოფისი. ოფისი გაიხსნა ესტონეთის საელჩოში. სწორედ ესტონეთის საელჩოს აქვს მიღებული ორ წლიანი მანდატი წარმოადგენდეს საკონტაქტო საელჩოს ხაზაყეთში. ინფორმაციას აღნიშნული შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია - «ყაზახეთში ესტონეთის საელჩოსთვის მინიჭებული NATO-ს საკონტაქტო საელჩოს სტატუსი, მიუთითებს იმაზე თუ რაოდენ მაღალი ნდობით არიან განმსჭვალულნი ჩვენი ქვეყნის მიმართ ალიანსში. საელჩოსთვის აღნიშული სტატუსის მინიჭება, ხელს უწყობს ესტონეთის კავშრების გაღრმავებას ალიანსის შიგნით და პარტნიორ ქვეყანაში. მოველით რომ ესტონეთი გახდება ეფექტური შუამავალი NATO-სა და ყაზახეთს შორის»
ალიანსის საკონტაქტო საელჩოს სისტემა შეიქმნა 1992 წელს, რომლის მიზანსაც წარმოადგენს პარტნიორი ქვეყნისათვის ალიანსის მიზნებისა და მოქმედების პრინციპების გაცნობა. თანამშრომლობის გაღრმავება პარტნიორ ქვეყანასა და ალაინსს შორის.
ალბათ ცალკე აღნიშვნის ღირსია ის თუ რამდენად სწრაფად შეიცვალა ყაზახეთმა საგარეო პოლიტიკური ვექტორი და რუსეთ - დასავლეთის დაპირსპირების შედეგად, წამრატებული მოძრაობა დაიწყო ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების თვასლაზრისით.

Комментариев нет:
Отправить комментарий