Страницы

суббота, 3 января 2015 г.

ნავთობის ფასის ახალი ისტორიული მინიმუმი!

გავრცელებული ინფორმაციით ნავთობის ლონდონის ბირჟაზე,  Brent-ის მარკის ბარელი ნავთობის ფასი 46,5 $ დაეცა. ხოლო ნიუორკის ბირჟაზე WTI-ს მარკის ფასი 53,2 $ დაეცა.

მიხედავად რუსული პროპაგანდის აქტიური მტკიცებისა რომ სანქციებითა და ნავთობის ფასების ვარდნით რუსეთს არავითარი ზარალი არ ადგება, ყოველივე ეს მაინც პირდაპირ რუსეთის ეკონომიკისთვის პრობლემების შექმნისკენ არის მიმართული. ამაზე მოწმობს რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის ალი ალ-ნაიმის მიერ გაკეთებული განცხადებაც. რომლის მიხედვითაც ირკვევა რომ რუსეთისთვის არ არის ადგილი ბაზარზე. არც ოპეკ-ის წევრი ქვეყნები აპირებენ რუსეთის გადარჩენას და ნავთობის მოპოვების შემცირებას. 
 ამ საკითხთან დაკავშირებით რუსულ მედიაში ერთ საინტერესი მოსაზრებას წავაწყდი, რომელშიც ამტკიცებდნენ რომ პუტინმა "ეშმაკურად" მოატყუა ფინანსური მაგნატები და რუსული ნავთობკომპანიების აქციები, ფასის ვარდნის მომენტში შეისყიდა, როგორც იტყვიან "კაპიკებში". ავტორი გახარებული აღნიშნავდა რომ პუტინის "გენიალური" სვლის შემდეგ, მთელი შემოსავალი ქვეყნის შიგნით დარჩება. საკითხავი ის არის რა შემოსავლები აქვს შერჩენილი ამ კომპანიებს რომ ასეთი გახარებულები არიან რუსების, პუტინის გენიალური "აფიორით"?! 
ფაქტი კი ფაქტად რჩება - ნავთობის ფასი იმაზე ქვემოთ ჩავიდა, ვიდრე 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს იყო და ტენდეციების მიხედვით, კვლავ განაგრძობს ვარდნას. ამ ტენდენციას კი ყველაზე მეტად ბაზრის ორი უმსხვილესი მოთამაშე უწყობს ხელს - აშშ და საუდის არაბეთი!     

Комментариев нет:

Отправить комментарий