Страницы

суббота, 3 января 2015 г.

პუტინის ახალი ბრძანება უცხოელებს რუსულ არმიაში მსახურის უფლებას ანიჭებს!

დღეს გამოქვეყნდა შესაბამისი დოკუმენტი ერთერთ ელექტრონულ პორტალზე, რომელზეც სამართლებლივი დოკუმენტაცია ქვეყნდება.
გამოქვეყნებული ბრძანება რომელიც დღევანდელი რიცხვით (3.01.2015წ) თარიღდება, ეხება უცხო ქვეყნის მოქმაქეთათვის რუსულ არმიაში მსახურის საკითხს. ბრძანების თანახმად პრეტენდენტმა უნდა იცოდეს რუსული ენა, არ უნდა იყოს ნასამართლევი. ასევე უცხო ქვეყნის მოქმაქეებს უფლება ექნებათ, საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში მიიღონ მონაწილეობა, სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაში.
რისთვის დასჭირდა ეს ბრძანება პუტინის ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. ეს სასკითხი ძირითადად მიმართული იქნება პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქლაქეებისთვის და ბალკანეთის რამდენიმე ქვეყნისთვის, რომელთა წარმომადგენლებიც უკრაინის კონფლიქტში იბრძვიან. უკვე აღარ იმალება რომ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში შემქნილ სეპარატისტულ არმიებში, დაქირავებულ ბოევიკებთან დიდი პრობლემებია. შესაბამისად პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება ასეთი "მებრძოლების" კონტროლზე აყვანისა და შესაბამისი უწყებებისთვის დაქვემდებარების შესახებ. გარდა არსებული პრობლემებისა, ამ ბრძანების საშუალებით ყველა ის ოფიცერი რომელიც საბჭოთა არმიაში მსახურობდა, ხოლო მოცემულ მომენტში, საკუთარი ქვეყნის სამხედრო სამსახურში იმყოფებიან, თავისუფლად შესძლებენ რუსულ არმიაში გადასვლას. სავარაუდოდ ასეთი ნაბიჯის მოტივატორად იქნება გასამრჯელო. 
ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს რომ რუსეთმა მაინც ომისთვის მზადება გადაწყვიტა და ყველა ხერხით ცდილობს საკუთარი არმიის ბრძოლისუნარიანობის გაზრდას. 
საინტერესო იქნება ბრძანების გამოცემით რა ნაკადი ჩავა რუსეთში ამ მიზნით. შეძლებისდაგვარად ამ საკითხს ყურადღებას მივაქცევ და ყველა საინტერესო  ინფორმაციას გაგაცნობთ. 

Комментариев нет:

Отправить комментарий