Страницы

воскресенье, 11 января 2015 г.

პოლიციის კომისარმა რომელიც Charlie Hebdo-ზე თავდასხმას იძიებდა თავი მოიკლა!

საფრანგეთის პოლიციის კომისარი ელრიკ ფრედი, რომელიც Charlie Hebdo-ზე თავდასხმას იძიებდა, საკუთარ სამუშაო ოთახში გარდაცვლილი იპოვეს. ონფორაციას აღნიშნულის შესახებ ფრანგული ტელეკომპანია France-3 აქვეყნებს, საკუთარ ვებ-გვერდზე.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კომისარმა თავი ტაბელური იარაღით მოიკლა, პირდაპირ სამუშაო კაბინეტში.  თანამშრომელთა განცხადებით ელრიკ ფრედი ბოლო დროს დეპრესიული იყო და გადაღლილად გამოიყურებოდა, რამ უბიძგა ასეთი ნაბიჯისკენ არავინ უწყის. არც ბოლო წერილისა და შეტყობინების შესახებ გავრცელებულა რაიმე ინფორმაცია.
ტელეკომპანიის ინფორმაციით თვითმკვლელობა 9 იანვარს საღამოს მოხდა, თუმც აინფორმაცია ეხლახანს გავრცელდა. 
დაუდგენელია გარდაცვლილი რა როლს თამაშობდა კონკრეტული ეპიზოდის გამოძიებაში, რადგან გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია რომ ელრიკ ფრედი "სხვა პოლიციელებთან" ერთად იძიებდა Charlie Hebdo-ზე თავდასმის საქმეს. 




Комментариев нет:

Отправить комментарий