Страницы

воскресенье, 11 января 2015 г.

ლეონიდ თიბილოვმა მოხალისე ოსებს უკრაინიდან სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდა!

უკრაინის კრიზისი, ბოლო ორი დღის განმავლობაში ერთგვარ ტრანსფორმაციას განიცდის და მოხალისეთა, უწესრიგო ბატალიონების ნაცვლად "ძალაუფლებას" ხელში რუსეთის გენშტაბი და სპეცსამსახურები იღებენ.
უკვე ყველასთვის კარგად არის ცნობილი რომ რუსული სპეცდანიშნულების რაზმები მუშაობენ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში და საკუთარ მხარეს მებრძოლ ე.წ. "ურჩ მოხალისეებს" განიარაღებას სთხოვენ, წინააღდმეგ შემთხვევაში ანადგურებენ ისე როგორც ეს  საველე მეთაურის "ბეტმენის შემთხვევაში" მოხდა. 

უკრაინიდან კი კარგი ამბები არ მოდის. ვითარება ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალიან დაიძაბა. განახლდა საარტილერიო ცეცხლი და შეტაკებები თითქმის მთელი ფრონტის ხაზზე მიმდინარეობს (ტერორისტთა ვერსიით). განსაკუთრებით აქტუალურია ლუგანსკის ოლქში მიმდინარე შეტაკებები და ქ. დონეცკის აეროპორტისა და თავად ქალაქის შეგნით არსებული ვითარება. არ კლებულობს ტერორისზმის საფრთხე და ოდესა კვლავ რუსული სპეცსამსახურების შეტევის ობიექტია. 
ამ ფონზე როდესაც უკრაინის აღმოსავლეთით მოქმედ ტერორისტებსა და რუსული ოფიციალური შეიარღებული ფორმირებების შორის დაძაბულობაა, თიბილოვის მოწოდებას საკუთარი თანამემემულებიისადმი, გარკვეულ სიცხადე შეაქვს უკრაინის კონფლიქტის უახლოეს მომავალში და ის მიუთითებს იმაზე რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები იქ კონტროლს ამყარებენ. ეს მტკიცებულება კარგად ჩანს თავად თიბილოვის განცხადებაში: - "თქვენი მისია ამოწურულია, ჩვენი მეობრები დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, საკუთარი სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოყალიებების ეტაპზე გადავიდნენ"(!?) შემდეგ მოსდევს მოწოდება როგორც "მთავარსარდალი" უბრძანებს დაბრუნდნენ სახლებში. 
იმ ფონზე რომელიც შექმნილია ლუგანსკისა და დონეცკის ოქლებში, თიბილოვის ასეთი განცხადებას ლოგიკურად მივყავართ იმ დასკვნამდე რომ რუსეთმა, უკრაინის ორი რეგიონის ოკუპაციის მეორე ფაზა დაიწყო. 
იქმნება შთაბეჭდილება რომ სამხედრო თვალსაზრისით, წარმატება არ არის მიღწეული. ერთადერთ წარმატებად რაც შეიძლება ჩაითვალოს ეს არის გამოყოფილი ფრონტის ხაზი და რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე დასახლებული პუნქტის კონტროლი, დანარჩენ შემთხვევაში მოხალისეთა მისია ამოწურულია და ეხლა, უკრაინის არმიის ნაწილებს მოუწევთ, კარგად გაწვრთნილ და აღჭურვილ რუსულ არმიასთან ბრძოლები. თუმცა აქვე უნდა ითქვას რომ არც აქამდე აკლებდა რუსული არმია ბრძოლებში მონაწილოებას მაგრამ ეს მაინც შემოიფარგლებოდა არტილერიითა და ცალკეული სადაზვერვო-დივერსიული საქმიანობით, ეხლა კი როგორც ჩანს ყველა მიმართულებით რუსეთის არმიის ოფიცრები უხელმძღვანელებენ და შესაბამისად მოახდენენ შეიარაღებულ ფორმირებათა რეორგანიზაციას!
ამ ყველაფერს კი მივყევართ აზრამდე რომ პროექტი "ნოვოროსია" ჩავარდა. თავდაპირველი და რუსული პროპაგანდისთვის დღემდე ძალში დარჩენილი, პროცესთა "სტიქიურობა" და "ჩაგრულთა დაცვა" ისეთივე სისულელეა როგორიც ტერმინი - "ნოვოროსია"!

Комментариев нет:

Отправить комментарий