დღეს დილით ტელეკომპანია "звезда"-მ გაავრცელა ინფორმაცია რომლის თანხმადაც რუსეთის არმიის ყველა სახის სამხედრო შენაერთში, საცეცხლე მომზადება დაიწყო. გავცრელებულ ინფორმაციაში ნათქვამია რომ საზღვაო ქვეითებს მიეცათ ბრძანება დაიცვან სანაპირო ზოლი, საზღვაო დესანტის გადასხმისგან.
ხოლო პემზის ოლქში სროლები მიმდინარეობს რეალურ საბრძოლო ვითრებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში (დარწმუნებული ვარ ასეთი ადგილის მოძებნა არ გაუჭირდებოდათ).
როგორც ჩანს რუსეთმა სწავლება-გადაადგილებების ახალი ეტაპი წამოიწყო და მართლაც მაშტაბური კონფლიქტისთვის ემზადება. უკრიანის კონფლიქტის ზონაში მდგომარეობის გართულებისა და მსოფლიო დიპლომატიის, კონფლიქტის დარეგულირების გზების ძიების ფონზე, ასეთი მაშტაბის სწავლებების დაწყება, სამშვიდო ინიციატივას არ უნდა ნიშნავდეს. დღეს რუსეთში ისვრის ყველა და ყველაფერი რასაც და ვისაც კი გასროლა შეუძლია. აქცენტი სროლის სიზუსტესა და სამხედროთა მოქმედების შეთანხმებულობაზეა, რაც სავარაუდოდ უკრაინული არმიის წინააღდმეგ ბრძოლებში მიღებული გამოცდილების გათვალსიწინებას უნდა ნიშნავდეს.
ისეთი პირი უჩანს რომ პუტინს, ასტანაში დანიშულ და ჯერ არ დაგეგმილ ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრაზე, დასწრება არ უნდა და მოლაპრაკებების ნაცვლად კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის. სავარაუდოდ იმის გათვლით რომ დასავლეთი ეხლა დაკავებულია ISIS-ს წინააღმდეგ ბრძოლით და ასეთ რთულ ვითარებაში არ წავა რუსეთთან ღია კონფლიქტზე, პუტინმაც გადაწყვიტა ვიდრე მოუცლელია დასავლეთი, თავისი პრობლემა უფრო ძვირადღირებული გახადოს.

Комментариев нет:
Отправить комментарий