Страницы

суббота, 17 января 2015 г.

ალ ჯაზირა ჯავახეთის საფრთხეზე წერს!

al Jazeera-მ გამოაქვეყნა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩევლის, ლუკ კოფფის სტატიას სახელწოდებით "რუსეთის მომავალი შენაძენი", რომელიც ჯავახეთის პრობლემას ეძღვნება და ავტორი ამტკიცებს რომ - რუსეთისთვის შექმნილია იდეალური პირობები, ჯავახეთში სეპარატიზმის გასაღვივებლად!
ექსპერტი ლუკ კოფფი აფასებს შემქნილ ვითარებას და იმ საფრთხეებს რომელიც შემქნილია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. იხსენებს ახალქალქიდან რუსული ბაზის გაყვანის წინ, მოსახლეობისთვის დარიგებულ რუსულ პასპორტებს და იგივე პასპორტიზაციის გამოყენების მაგალითებს, აფხაზეთში, სამაჩაბლოსა და ყირიმში. არც ოფიციალური თბილისის პოლიტიკით არის ექსპერტი კმაყოფილი და მიაჩნია რომ სომხეთის მოქალქეებისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე უნებართვოდ ყოფნის ვადების შემცირება სამ თვემდე, შეცდომა იყო ჯავახელი სომხების კონტექსტში და თბილისმა ცოტა მეტი უნდა იფიქროს ამ საფრთხეზე, როემლსაც აშკარაა რუსეთი ჩასაფრებულია. 

პრინციპში ამ სტატიის ავტორს (twitter), რომელსაც არაერთი კარგი და მნიშვნელოვანი სტატია აქვს გამოქვეყნებული საქართველოს შესახებ, ახალი და სენსაციური არაფერი უთქვამს. ყოველი ის საფრთხე რომელიც სტატიაშია მოყვანილი, არაერთხელ განხილულა ჩემს სტატიებშიც და სხვა ფორუმებზეც, თუმცა ოფიციალური თბილისის რეაქციები ამით არ იცვლებოდა და ადვილი შესამჩნევი იყო რომ ერთგვარ ხელშემწყობ ფაქტორს უფრო წარმოადგენდა ჯავახური სეპარატიზმისთვის თავისი გადაწყვეტილებებითა და აქტიურობით, ვიდრე ხელისშემშლელს. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის საწყის ეტაპზე, განსაკუთრებით ივანიშვილის ზეობის პერიოდში, ოფიციალური პირები ძალიან აქტიურად დადიოდნენ სომხეთში, სადაც არაერთხელ გაჩნდა ეჭვი რომ პირველი კონტაქტები რუსებთან სწორედ აქ შედგა და სომხეთი ერთგვარი ჰაბის როლს ასრულებდა პირველხანებში, ვიდრე აბაშიძე კარასინის ფორმატი შეიქმნებოდა. ძალიან მალე ამ ვიზიტებს მოჰყვა სომხური მხარის "ოპტიმიზმი" აფხაზეთის რკინიგზის გასხნის საკითხთან დაკავშირებით და ამ თემაზეც არაერთხელ ვწერდი. თბილისის ასეთმა მეგობრულობამ ჩახალიანს ხელფეხი გაუხსნა და ისიც აქტიურად მოქმედებს. ინტერვიუებს აძლევს სომხურ მედიას და თავს გმირად გრძნობს, რომელიც სააკაშვილის "რეჟიმმა" დატანჯა! არ ერიდება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ მუქარებსა და ლანძღვას. 
სტატია მნიშვნელოვანია ავტორის გამო და იმ მოვლენათა ფონზე, რომელიც სომხეთში ვითარდება. არაერთ სომეხ კომენტატორის გაუჩნდა ეჭვი რომ რუსეთის ალოგიკური რეაქცია გიუმრის ტრაგედიაზე, შესაძლოა განპირობებული იყოს კიდევ უფრო დიდი პროვოკაციის მოლოდინით და სომხეთის საზოგადოების ყურაღების ამ მოვლენაზე გადატანით. 
ერთის მხრივ თავად სომხები უნდა უშლიდნენ მოცემულ ვითარებაში ხელს ჯავახეთის სეპარატიზმს რადგან, ამ რეგიონში პრობლემების შექმნა ჯერ ერთი საერთაშორისო რეაქციას გამოიწვევს თურქეთის ჩართვით და მეორე სომხეთს რეალურ ბლოკადაში მოაქცევს. ჯავახეთზე ბევრი მეზობლის ინტერესები იკვეთება, რომელიც რუსეთის ინტერესებთან თავსებადი არ არის. ამ კონფლიქტის გაღვივება სომხებს ყულფს მოუჭერს და დარწმუნებული ვარ ამას ამჩნევენ სომხეთშიც.
ჩემთვის პირადად ყველაზე დიდ საფრთხედ ისევ საქართველოს ხელისუფლების არაკომპეტენტურობა რჩება, რომლებმაც შესაძლოა "მეგობრობის" ეგიდით ისეთი სისულელე ჩაიდინონ რომ კონფლიქტის საფუძველი დღესვე თუ არა უახლოესი მომავლისთვის შექმნან.
  ლუკ კოფფის სტატიას უკვე მოჰყვა გამოხმაურება სომხურ მედიაში, თუმცა დამატებითი ინტერპრეტირებისა და კომენტარების გარეშე (ბმული). 
 ჯავახეთის საფრთხე რეალურად არსებობს და ამაზე თვალები, საქართველოს მოსახლეობამ არ უნდა დახუჭოს. უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე რეალურ პროვოკაციად რეგიონში, ისევ აზარბაიჯანისა და სომხეთის დაპირსპირება რჩება და კონფლიქტის ზინაში ბოლო თვეების განმავლობაში მზარდი დაძაბულობაც ამაზე მეტყველებს. თუმცა რუსეთის "ტრუბებისთვის" უკრაინის ჩაკეტვამ და გასული წლის ბოლო თვეში რუსულ მედიაში გამოჩენილი "თურქული იმედი" შეიძლება შემაკავებელი ფაქტორი გახდეს აზარბაიჯანული მიმართულებისთვის, რაც ჯავახეთის საჭიროებას წამროშობს რუსეთისთვის ავტომატურად და ყველა ის ჩადებული ნაღმი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იდებოდა - ერთდროულად აფეთქდება.
 არის ამისთვის საქართველო ან იქნება უახლოეს მომავლაში მზად?       

Комментариев нет:

Отправить комментарий