Страницы

суббота, 17 января 2015 г.

დონეცკის აეროპორტი 15 იანვარს - უპილოტოს გადაღებული ვიდეო (ვიდეო/video)

დონეცკის აეროპორტი ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა.
აეროპორტზე მიტანილი შტურმები უკრაინელმა "კიბორგებმა" მოიგერიეს და გავრცელებული ინფორმაციით მოწინააღმდეგს დიდი ზიანი მიაყენეს. 16 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტყვედ აიყვანეს რამდენიმე "კადიროვის მილიციელი". 
ქვემოთ მოცემული ვიდეო, გადღებულია ა/წ 15 იანვარს და კარგად ასახავს ნგრევის იმ მაშტაბს რომელიც დონეცკის აეროპორტს მიადგა რამდენიმე თვიანი ბრძოლის შედეგად. ამ კადრების ნახვის შემდეგ, მართლაც სასწაულად ჩანს ის რომ "კიბორგებმა" მისი შენარჩუნება შესძლეს:

Комментариев нет:

Отправить комментарий