უკრაინის კრიზისის დაწყებასთან ერთად, ამჟამად ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ნაწილი საქართველოს მოსახლეობისა, ყველა ძალებით ცდილობდა დანარჩენი მოსახლეობისთვის იმის მტკიცებას რომ უკრაინაში - საქართველოს ბედიც წყდებოდა!
ამ საკითხს ძალზედ უდიერად, შეიძლება ითქვას დანაშაულებრივადაც კი მიუდგა აჟამინდელი ხელისუფალი და საპირსპიროს ამტკიცებდა გააფთრებით რომ უკრაინის კრიზისი, საქართველოსთან არაფერ შუაში არ იყო. შედეგი უკვე სახეზეა და ეს ყველას შეუძლია დაინახოს:
თავდაპირველად რუსული აგრესიის დემოსნტრირებისთვის ხშირი იყო საერთაშორისო პოლიტიკაში, ქართული ანალოგების მოყვანა. აფხაზეთი კონკრეტული მაგალითი გახდა უკრაინელებისთვის იმის საჩვენებლად, თუ რა ბედი ელის ყირიმის. ამაზე ლაპარაკობდა ყველა, გარდა საქართველოს ოფიციალური პირებისა. მაშინ ყოფილი ხელისუფლების წარმოამდგენლებიც ძალიან აქტიურად ეწინააღდმეგებოდნენ მეოცნებე მთავრობის წარმომადგენლებს და ცდილობდნენ იძულებული გაეხადათ ქართველი დიპლომატები, უკრაინის კონტექსტში საქართველოს პრობლემატიკის აქტუალიზაციისაკენ მაგრამ უშედეგოდ. მართლაც უშედეგოდ დამთავრდა ეს მცდელობები რადგან «მეოცნებეებმა», რუსეთის გაღიზიანებისგან თავი შეიკავეს და მტრის გაღიზიანების სურვილის არ ქონით ხსნიდნენ ყველა იმ ნაბიჯს, რომელსაც ისტორია კარგ სახელს არ დაარქმევს.
აგერ შედეგიც დადგა ასეთი გულგრილობისა და ყველას შეუძლია ეს შედეგი საკუთარი თვალით იხილოს - ბოლო ორი თვეა უკვირდები საერთაშორის მნიშვნელობის მქონე პოლიტიკოსების, ასევე მაღალი ტრიბუნებიდან გაკეთებულ განცხადებებს, საქართველო მათი ტერმინოლოგიიდან უგზოუკვლოდ გაქრა და აღარავინ სთხოვს რუსეთს დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები. თავად ისეთი ფიგურა როგორიც არის სენატორი მაკკეინი, საქართველოს აღარც კი ახსენებს და ანტირუსულ განცხადებებში დარჩნენ უკრაინა და მოლდოვა. საქართველოს საკითხი აღარ არის აქტუალური და არა იმიტომ რომ ამ ჩვენს მეგობარ პოლიტიკოსებს, (რომელსაც ღარიბაშვილმა სააკაშვილის კლუბის წევრები უწოდა) აღარ აინტერესებთ საქართელო და მან თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა დაკარგა, არა რა თქმა უნდა. უბრალოდ ყველა ხედავს რომ თავად საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია «კოლაბორაციონიზმის» გზა და ამ გზაზე ჩვენთან ერთად ყიფნა დღეს არავის სურს.
გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მაგრამ ასეა! საქართველოს არჩევანის უფლება აქვს და «მეოცნებეთა» პროპაგანდისტულ მტკიცებულებას - «ვისი მონა იქნები რა მნიშვნელობა აქვს» არავითარი საფუძველი არ აქვს, რადგან არსებობს სამყარო სადაც არჩევანის უფლება გაქვს. არჩევანის უფლების არ ქონა რუსული იმპერიის თავისებურებაა და არა საყოველთაო.
საერთაშორისო დღის წესრიგიდან საქართველოს თემატიკა ამოვარდნილია. კითხვა თუ რატომ მოხდა ასე ძალიან მარტივი პასუხგასაცემია და საკმარისია იავნშვილის მიერ გაკეთებული განცხადება: - «არ შეიძლება საქართველო უთანხმოების თემა იყოს აშშ-სა და რუსეთს შორის» რომელლიც ამომწურავად სცემს ამ კითხვაზე პასუხს…
«მეოცნებეთა» მთავრობის საგარეო პოლიტიკური დუმილი და გაურკვევლობა, უშედეგოდ არ ჩაივლის ქვეყნისთვის და რომ არა რეფერენდუმის გზით გამოხატული არჩევანი, ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში წევრობის შესახებ, ალბათ უკვე რამდენიმე აღლუმიც გვექნებოდა ჩატარებული რუსებთან ერთად!

Комментариев нет:
Отправить комментарий