დღეს უკრაინის აღმოსავლეთით მოქმედი ტერორისტების მედია საშუალებებმა გაავრცელეს ე.წ.
ნოვოროსიის თვითგამოცხადებული "სახალხო გუბერნატორის" პაველ გუბარევის განცხადება რომელშიც ის პარიზში მოწყობილ ტერაქტში კადიროვს ადანაშაულებს.
გუბარევის თქმით მას აქვს უტყუარი მტკიცებულებები რომლითაც შესძლებს დაამტკიცოს რომ ალჟირელები როლემბმაც თავდასხმა მოაწყეს ფრანგული სატირული ჟურნალის რედაქციაზე, კადიროვის მიერ იყვნენ დაქირავებულნი. კერძოდ გუბარევი აცხადებს - "ჩვენ გვაქვს სატელეფონი საუბრის ჩანაწერი ჩეჩნებისა რომლებიც ნოვოროსიის დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელ რამზან კადიროვთან. რომელშიც კადიროვი ტრაბახობს მოწყობილი აქტით და ახალ ტერორისტულ აქტებზე ლაპრაკობს"! რამდენად შეესაბამება სიმართლეს ასეთი განცხადება ღმერთმა უწყის. ტრორისტების მხარდამჭერი "რიგითი" მოქლაქეები განცხადების გავრცელებისთანავე დაკავდნენ შინაარსისი უარყოფით და აცხადებენ რომ გუბარევისგან ასეთი განცხადება დაუჯერებელია. თუმცა თავად ავტორის მხრიდან ამ დრომდე არ გავრცელებულა არავითარი კომენტარი, რომლის მიხედვითაც დადგინდებოდა გავრცელებული განცხადების ნამდვილობა რადგან ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს!
ქვემოთ გთავაზობთ პირველწყაროს ფოტო სურათს:


Комментариев нет:
Отправить комментарий