ასეთი სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა Росселъхознадзор-ის ვებგვერდზე. გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია რომ შეხვედრა შედგა ბერლინში გამართული სასოფლო სამეურნეო გამოფენის "მწვანე კვირა 2015"-ის ფარგლებში, შეხვედრა კი გაიმართა Росселъхознадзор-ის ხელმძღვანელის სერგეი დანკვერტსა და საქართველოს
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ზურაბ ჩუკურაშვილს შორის, ასევე შეხვედრას ესწრებოდა საქართველო სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა დოლიძეც. ჩუკურაშვილს სერგეი დანკვერტისათვის მიუწოდებია ონფორმაცია იმ სამუშაოების შესახებ, რომელიც ტარდება საქართველოში სხვადასხვა პროდუქტების რუსეთში ექსპორტირებისათვის. ამავე შეხვედრაზე ხელი მოუწერიათ შეთანხმებისათვის რომლის მიხედვითაც Росселъхознадзор-მა ქართულ მწვანილს რუსეთის ვიზა მისცა, თუმცა მანამდე ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე გაშენდებოდეს სპეციალური ლაბორატორიები, რომელშიც სურსათის უვნებლობა შემოწმდება, ქართული მწვანილი Росселъхознадзор-ის დაქვემდაბარებაში მყოფ ფიტოსანიტარულ ლაბორატორიაში გაივლის შემოწმებას.
აქვე ზურაბ ჩუკურაშვილს, გაუნდვია საქართველოს ნება სერგეი დანკვერტისთვის რომ ძალიან გვინდა ქართველებს სპეციალისტების გაგზავნა რუსეთში კვალიფიკაციის ასამაღლებლადო, რაზეც კეთილშობილმა დანკვერტმა უპასუხა რომ მათ ლაბორატორიებში უამრავი ქვეყნის წარმომადგენლები იმაღლებენ კვალიფიკაციას, თუმცა საქართველოდან მივლენილ სპეციალისტებს განსაკუთრებული ყურადღებითა და სითბოთი მივიღებთო. ამავე შეხვედრაზე სერგეი დანკვერტმა იმ მიღწევებზეც ილაპარაკა რომელიც ქართულ და რიუსულ მხარეებს შორის არის მიღწეული და აღნიშნა რომ საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვამ უკვე 200 მილიონს მიაღწია ეს მაშინ როდესაც 300მილიონის შემთხვევაში, მთავრობათშორისი კომისიები იქმნება(?!) საინტერესოა საქართველოს შემთხვევაში რას იზავენ? მაშინ როდესაც დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს ამ სახელმწიფოსთან.
საქართველოს სოფლის მეურნეობის ვებგვერდზე არავითარი ინფორმაცია არ არის განთავსებული აღნიშნული შეთანხმების შესახებ. ეს არც არის გასაკვირი რადგან საქართველოს სამთავრობო რესურსების განახლება არ ხდება ისეთი სისწრაფით როგორც ეს საჭიროა.
ბოლო დროს პრესაში გამოჩენილი ღარიბაშვილის განცხადებები რუსეთის შესახებ და გადადგმული ნაბიჯები სამწუხაროდ ერთმანეთს არ ემთხვევა და როგორც ვხედავთ ქართული სოფლის მეურნეობის ისევ იმ რუსული ბაზრის ტყვეობაში ჩაგდების მცდელობები შეიმჩნევა, რომლიდანც ბოლო წლებში მეტნაკლებად გამოვიდა.

Комментариев нет:
Отправить комментарий