შეტევა რუსეთზე - სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს ის რაც რამდენიმე დღის წინ ლუკაშენკომ საკუთარი მთავრობის წევრებთან შეხვდრაზე განაცხადა. ლუკაშენკო გაბრაზებულია რომ რუსეთის ეკონომიკური პრობლემების გამო, მისი ქვეყნის ეკონომიკასაც პრობლემები ექმნება.
"ჩვენ არ უნდა ვილოცოთ მხოლოდ რუსეთზე" აი ეს ფრაზა ალბათ ყველაზე კარგად გამოხატავს იმას თუ რა მდგომარეობაა პუტინის პირმშო "ევრაზიულ კავშირში". ლუკაშენკომ, დასავლეთს მოუწოდა ბელორუსიასთან და ყაზახეთთან ითანამშრომლოს და მათი საწარმოოო სიმძლავრეები გამოიყენოს, გახდეს მომხმარებელი და ამით განავითაროს ამ ქვეყნების საწარმოო ხარისხი.
ლუკაშენკოს მოქმედებები პირდაპირ პროპორციულია რუსეთის ეკონომიკური პრობლემებისა და როგორც ხშირად აკეთებს ხოლმე, მოქმედებს პრინციპით - "საფლავში ვერავის ჩავყვები"!
რა თქმა უნდა რუსულმა პროპაგანდამ ლუკაშენკო სამიზნეში ამოიღო, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც კიევში, პოროშენკოსთან შეხვედრისასა გაკეთებული განცხადება გავრცელდა. ეს პირდაპირი სილის გაწვნა იყო რუსეთისთვის დ აპირადად პუტინისთვის.
ლუკაშენკომ თუ დღეს დაიწყო პროევროპული და დასაველთთან "დალაგების" პოლიტიკის წარმოება, ნაზარბაევი უკვე მიმდინარე წლის ზაფხულიდან აქტიურად ცდილობს გზების გამოძებნას და თანამშრომლობის გაღრმავებას. არაერთხელ დავწერე და კიდევ მინდა ავღნიშნო რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში წელს სტუმრობდა ყაზახთა დელეგაცია, რომლის მთავარი ამოცანა ევრო-ატლანტიკურ ორგანიზაციებთან დაახლოვებაში საქართველოს მხრიდან მხარდაჭერა და ხელშეყწობა იყო, თუმცა შეხვედრა დახურული იყო და ღმერთმა უწყის რა პასუხით გაისტუმრეს, მაშინდელი მინისტრ ფანჯიკის უწყებიდან. ფაქტია რომ ამ ვიზიტის შემდეგ რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა ნაზარბაევის განცხადებები ყაზახეთის პროდასავლურობისა და ერთ პოლუსიანი პოლიტიკის საწინააღდმეგო თემატიკით და ამავე დროს არავითარი მხარდამჭერი განცხადება ყაზახეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლებიდან არ გაკეთებულა.
ამ ყველფრის ფონზე საქართველოში პრორუსული ორგანიზაციებისა, უფრო სწრად კი მე-5 კოლონის გააქტიურება ალოგიკური მოჩანს თუ ჩავთვლით რომ ეს პროცესი სტიქური და უმართავია, მაგრამ არა მგონია ჩემს მკითხველთა შორის იყვნენ მეამიტები რომელბიც ამას დაიჯერებენ.
მაშინ როდესაც პუტინს ზურგი აქცია მთელმა მსოფლიომ, ბიძინას შემოტანილმა "ვაზელინმა" საკუთარი დანიშნულება მოძებნა და როგორც ჩანს ჯერჯერობით წარმატებით ართმევს თავს მინიჭებულ ფუნქციას - წინ იმპერიის ნანაგრევების ქვეშ:

Комментариев нет:
Отправить комментарий