Страницы

пятница, 26 декабря 2014 г.

ვინ ხსნის საახალწლოდ ერგნეთის ბაზრობას?

ბოლო რამდენიმე დღეა შევამჩნიე რომ ოსი სეპარატისტების მედიაში, აქტიურად განიხილება ერგნეთის ბაზრობის საახალწლოდ გახსნის საკითხი, რომელშიც სეპარატისტები საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებენ და ისე წარმოაჩენენ საკითხს თითქოს მთელი საქართველო მხოლოდ ამის განხილვაში იყოს და სხვა საფიქრალი არა ჰქონდეთ რა.
თანაც ამყველაფერს ფუთავენ მცდელობად მოხდეს შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირება.
 დღესვე უარყო საქართველოს ხელისუფლებამ ამ პროექტთან რაიმე სახის კავშირი და რაღაც არასამთავრობო ორგანიზაცია დაასახელეს, რომელიც მათი თქმით შესაძლოა მართავდეს საახალწლო გამოფენა-ბაზრობას, ყოფილი ერგნეთის ბაზრობის ტერიტორიაზე (წყარო). ზაქარეიშვილის უწყებაში ამ "აქციის" ორგანიზატორად დაასახელეს ორგანიზაცია "მომავლის ცხინვალი" რიმლის ხელმძღვანელიც ვინმე მარინე მიშველდაშვილია. ინეტრნეტ საიტ newcaucasus.com აქვეყნებს ინფორმაციას აქციის შესახებ და პროგრამას, რომელიც 28 დეკემბერს დილის 11-სთდან 18-სთმდე სოფელ ერგნეთში გამართულ გამოფენა-ბაზრობაზე დაგეგმილ ღონიძიების ფარგლებში გაიმართება. იქვე მითითებულია ინფორმაცია კომპანიებისთვის რომელთაც აქვთ სურვილი, წამროადგინონ საკუთარი პროდუქცია აღნიშნულ ღონისძიებაზე და საკონტაქტო პირად მითითებულია ვინმე ზურაბ ზუბაშვილი. აქვე განმარტებულია რომ პროექტი ხორციელდება გაეორის და ევროკავშირის ხელშეწყობით.  
 მოკლედ ამ ყველაფერში არაფერი იქნებოდა ისეთი სენსაციური და ყურადღება მისაქცევი რომ არა ერთი გარემოება - სეპრატისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია რომ ოსი ვეტერანების გაერთიანება აპირებს აღკვეთოს მსგავსი აქციის მოწყობა, შეიარაღებული თავდასხმის გზით. რის გამოც სეპარატისტები თავადაც აძლიერებენ საოკუპაციო ხაზზე კონტროლს და იგივესკენ მოუწოდებენ ქართველ სამართალდამცავებს (წყარო).
 მოკლედ ამ მიმართულებით სრული განუკითხაობაა. არავინ და ვერავინ ვერაფერს აკონტროლებს, ყველაფერი ბედის ანაბარად არის მიშვებული და რა შედეგამდე მიგვიყვანს ღმერთმა უწყის. არ არის გამორიცხული ოს სეპარატისტებს ეხლა აწყობდეთ დაძაბულობა რომ დააჩქარონ რუსეთთან აფხაზი სეპარატისტების მსგავსი შეთანხმების გაფორმება და რუსეთთან მიერთების პროცესი. სწორედ ამის გამო შესაძლებელია მოხდეს პროვოკაცია, რომელზეც ამჟამინდელი საქართველოს ხელისუფლების საპასუხო მოქმედება არ არის საიმედო და არავინ იცის რას მოიმოქმედებს.
ისე კი კარგი იქნებოდა თუ მხოლოდ საახალწლოდ არ გაახსენდებოდათ არასამთავრობოებს ამ ზონის მაცხოვრებლები და ამას ისე გააკეთებდნენ რომ მუდმივი მზრუნველობის რეჟიმში იმუშავებდნენ.  

Комментариев нет:

Отправить комментарий