Страницы

понедельник, 22 декабря 2014 г.

ცხინვალში პუტინის თანაშემწე იმყოფება!

რუსული და სეპარატისტული მედია, ცხინვალში ვლადიმერ პუტინის თანაშემწის ვლადეისლავ სურკოვის ვიზიტის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სურკოვი ცხინვალში "საქმიანი ვიზიტით" იმყოფება.
გავრცელებულ ძალიან მოკლე საინფორმაციო სტატიაში, ნათქვამია რომ სურკოვმა დაათვალიერა საინვესტიციო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე მშენებლობები და შეხვდა სეპარატისტთა ლიდერს ლეონიდ თიბილოვს.

 შექმნილ ვითარებაში, არა მგონია სურკოვის ვიზიტი ცხინვალში, აშენებული რამდნეიმე კორპუსის მონახულება იყოს, უბრალოდ ალოგიკური იქნებოდა ასეთ შინაარსის ვიზიტი. 
 ისე ცნობისათვის, დღეს აფხაზმა სეპარატისტებმა მოახდინეს რუსეთთან გაფორმებული თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიცირება. ასეთივე შეთანხმების გაფორმების დიდი სურვილი აქვთ ოს სეპარატისტებსაც და ამაზე ღიად არა ერთხელ განუცხადებიათ. უფრო მეტიც, ოსი სეპარატისტები აფხაზებზე ბევრად შორს წავიდნენ და რუსეთთან პირდაპირ მიერთებას, ორი ოსეთის გაერთიანების გზით ითხოვენ. ასეთი გაერთიანების შესახებ რუსები როგორც ჩანს ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ მაგრამ ოკუპაციის საზღვრისპირა სამუშაოების მიხედვით, უნდა ვივარაუდოთ რომ აფხაზი სეპარატისტების ანალოგიური შეთანხმებას,  ოსი სეპარატისტებიც გააფორმებენ. 
 სავარაუდოდ სწორედ ამ მიზნით უნდა იმყოფებოდეს პუტინის თანაშემწე სურკოვი ცხინვალში. 
 როგორც ყველა სხვა წინა შემთხვევაში, საქართველო ხელისუფლება არ არღვევს ტრადიციას და ჯიუტად არ აპროტესტებს რუსი მაღალჩინოსნის ვიზიტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. არაფერს აცხადებს იმ მოვლენების შესახებ, რომელსაც კრემლი, მარიონეტი სეპრატისტების მეშვეობით ახორციელებს და შემდეგ ისეთივე ისტერიკაში აღმოჩნდებიან, როგორიც აფხაზების შემთხვევაში მოხდა. მეტადრე ეს "შეშფოთება" ასე ვთქვათ "კოსმეტიკური" უფრო იყო ვიდრე გულწრფელი რადგან წარმოუდგენელია არ სცოდნოდათ ამ პროცესის შეასხებ და სურვილის შემთხვევაში, შეეძლოთ გარკვეული წინააღმდეგობის გაწევა იმ ფონზე, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო რუსეთის იზოლაციით იყო დაკავებული. შესაბამის დიპლომატიური აქტივობის შედეგად შეიძლებოდა, აფხაზეთთან გაფორმებული შეთანხმების პროცესის ხელის შეშლა. პირადად ჩემთვის ამ შეთანხმების შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტიდან გახდა ცნობილი და ვერ დავიჯერებ რომ ეს არ იცოდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში. 
 ეჭვი მაქვს ზუსტად იგივე მოხდება სამაჩაბლოს შემთხვევაში და ეხლა სხვა საკითხებზე ყურადღების გამახვილებით, უახლოეს მომავალში ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებით, რომლის გამოც რამდენიმე დღე ხელისუფლება აღშფოთდება, ნიანგის ცრემლებს დაღვრის და დაგვავიწყებს, რაიმე ახალი სისულელის ან მავნებლობის ჩადენით.  

Комментариев нет:

Отправить комментарий