Страницы

вторник, 9 декабря 2014 г.

დღეს დილით დონეცკის ოლქში რუსული სამხედრო კოლონა შევიდა (ფოტო/photo)

რამდენიმე წუთის წინ ინტერნეტით გავრცელდა სამოყვარულო ფოტოები რომელზეც რუსული სამხედრო კოლონაა აღბეჭდილი. ერთერთ მანქნაზე რომელიც კოლონას წინ მოუძღოდა რუსეთის დროშა აქვს დამაგრებული. ფოტოები გადაღებულია დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ მაკეევკაში.
ინტერნეტ მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია რუსული არმიის კოლონის "უცერემონიო" და დაუფარავმა შეჭრამ, ოკუპანტის დროშით, თუმცა მრავალმა ისიც აღნიშნა რომ აქამდეც ყველაფერი ნათელი იყო და ახალი ამაში არაფერია. უბრალოდ შეიძლება ეს ფაქტი გამოყენებული იქნას კიდევ ერთ მტკიცებულებად და არა უნიკალურ შემთხვევად.
პარალელურად, რუსი ინტერნეტ მომხმარებლები წერენ რომ მთელს რუსეთში კვლავ მიმდინარეობს მოხალისეთა მობილიზაცია, რომელსაც ორგანიზებას "ავღანეთის ომის ვეტერანტა კავშირი" უწევს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია რომ მობილიზაცია მიმდინარეობს ციმბირშიც. ადგილობრივების განცხადებით მოხალისეთა რიგებში ეწერებიან ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა პრობლემები აქვთ - ზოგს ოჯახი დაენგრა, ზოგი ვალებშია, ზოგსაც საბრძოლო გამოცდილება აქვთ ჩეჩნეთისა და ავღანეთის ომებში, მოკლედ ძირითადად ფინანსური ან სხვა პრობლემების გამო. ასევე ხშირად ამბობენ რომ მსუბუქ დანაშაულზე დაკავებული ან პოლიციასთან პრობლემების მქონე პირებიც ხშირად მიემგზავრებიან უკრიანაში საბრძოლველად, რაც იმაზე მეტყველებს რომ ე.წ. "ნოვოროსიის" მებრძოლების მოტივაცია, მხოლოდ ფულადი ერთეულებით განისაზღვრება და არავითარი იდეოლოგიური იმპულსი აქ არ მოქმედებს:





Комментариев нет:

Отправить комментарий