Страницы

вторник, 9 декабря 2014 г.

ყარაბახის კონფლიქტი არ ნელდება - სომხები საბრძოლო წარმატებაზე წერენ!

დღის განმავლობაში სომხურ ელექტრონულ მედიაში, არაერთი ცნობა გავრცელდა ყარაბახის კონფლიქტის ზონაში, მხარეთა შეხების წერტილებში მომხდარი საბრძოლო ინციდენტების შესახებ.
სომხური მედია ჩვეულ სტილში, მხოლოდ აზარბაიჯანული არმიის დანაკარგებზე წერს და მათი მტკიცებით, დღის ბოლოს მომხდარი ინციდენტის შედეგად, შვიდი აზარბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. დილით გავრცელდა ინფორმაცია რომ სომხურმა მხარემ მიიღო ინფორმაცია, აზარბაიჯანული მხარის მიერ დივერსიული ოპერაციის მზადების შესახებ და პრევენციული დარტყა მიაყენა მოწინააღმდეგეს, საკუთარ პოზიციებზე. ამ ინფორმაციის გავრცელებისას სომხების მტკიცებით, მოკლული იქნა ორი აზარბაიჯანელი სამხედრო, ხოლო სომხური მხარის საბრძოლო დანაკარგმა, ერთი სამხედრო მოსამსახურე შეადგინა, რომელიც გამოცემის მტკიცებით, შემთხვევითმა ტყვიამ იმსხვერპლა. აზარბაიჯანული მხარის მტკიცებით კი სომხური პროპაგანდა მიმართულია იქითკენ რომ დამალოს საკუთარი დანაკარგები და ზღაპრებს იგონებს. აზარბაიჯანულ მხრეს არ უარყვია რომ შეტაკებები მოხდა, თუმცა დანაკარგებს იმ რაოდენობით რა რაოდენობასაც სომხური მხარე ავრცელებს არ ადასტურებს.
 ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მას შემდეგ რაც აზარბაიჯანელებმა სომხური სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს, შეტაკებების ინტენსივობა გაზრდილია და თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია რომ შეტაკებები მოხდა ფრონტის ამათუიმ მონაკვეთზე.
რეგიონში ზოგადად და არა მხოლოდ ყარაბახის კონფლიქტის გამო, ვითარება საკმაოდ მძიმეა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, თუმცა ამას საქართველოს ხელისუფლრბა არ იმჩნევს. 
 ყარაბახის კონფლიქტი ეს ერთგვარი ინდიკატორია, რომელიც ამიერკავკასიის რეგიონში შექმნილი მდგომარეობის დასადგენად საკმაოდ საინტერესო ინსტრუმენტია. აზარბაიჯენელებისა და სომხების საბრძოლო აქტივობები რუსეთის მიერ რომ არის ინსპირირებული, ადვილი შესამჩნევია რადგან ყოველი ასეთი "აქტივობა" უცნაურად ემთხვევა კოლექტიური უსაფრთხოების ძალების (ОДКБ) ხელმძღვანელის ბარდიუჟას ან რომელიმე მაღალი რანგის რუსი პოლიტიკოსის ვიზიტებს (მაგალითად სერგეი ივანოვის). ასეთი უცნაურობები პოლიტიკაში და განსაკუთრებით კონფლიქტის ზონებში, შემთხვევით არ ხდება. ყოველ მათგანს კონკრეტული მიზანი აქვს ან სამხედრო თვალსაზრისით ან პოლიტიკური თუ გეოპილიტიკურ თვალსაზრისით. მით უმეტეს თუ პროცესში ფიგურირებს  ისეთი მაღალი რანგის წარმომადგენელი ძალოვანის ბლოკიდან, როგორიც არის ნიკოლაი ბარდიუჟა. ამავე დროს ძნელი დასაჯერებელია რომ სომხები დღეს საბრძოლო ამოცანებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ და საკუთარი სამხედრო სტრატეგიას ახორციელებდნენ, ასეთი მოქმედების შესაძლებლობა აზარბაიჯანულ მხარეს უფრო მეტად აქვს ვიდრე სომხებს, თუმცა აზაბაიჯანული მხარისთვის პოლიტიკურად წამგებიანია ეხლა კონფლიქტის განახლება და ამ შეცდომას ალიევი არ დაუშვებს, ყოველ შემთხვევაში წარსული გამოცდილება ამას მეტყველებს და იმედია ამჯერადაც თავს გაართმევს რუსულ-სომხურ პროვიკაციებს. 

Комментариев нет:

Отправить комментарий