შუა აზიური გამოცემები, პაკისტანის პრესაზე დაყრდნობით წერენ რომ პაკისტანში, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტზე 2003 წელს მოწყობილი თავდასხმის ორგანიზატორობაში ეჭვიმატინილი, რუსეთის მოქლაქე და მისი თანამზრახველები, სიკვდილით დასაჯეს. პაკისტანში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი იყო
გამოცხადებული, თუმცა მიმდინარე წლის 16 დეკემბერს სკოლაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რომლის დროსაც უამრავი ადამიანი და მათ შორის უმრავლესობა ბავშვები დაიღუპნენ, მორატიურიუმი შეწყდა და ამიტომ რუსეთის მოქალაქე აჰლას აჰლაკი და მისი სიამი თანამზრახველისთვის მისჯილი, სასჯელის უმაღლესი ზომა, ფაიზლაბადის ცენტრალურ საპყრობილეში მოიყვანეს სისრულეში. გავრცელებული ინფორმაციით სიკვდილმისჯილები სხვა ციხეში იხდიდნენ სასჯელს და იქიდან იმიტომ გადაიყვაენს ფაიზლაბადის ციხეში რომ სახრჩობელები არ ჰქონდათ. სიკვდილმისჯილებისთვის ნათესავებთან შეხვედრის უფლება მიუციათ, თუმცა რუსეთის საელჩო პაკისტანში აცხადებს რომ მათი მოქალაქის დედა, იმ დროისთვის როდესაც პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აჰლასი სიკვდილით დასაჯეს, ჯერ კიდევ ვოლგოგრადში იმყოფებოდა და პაკისტანში გამგზავრებისთვის ემზადებოდა. საელჩოს თანამშრომლები არაფერს ამბობენ და აცხადებენ რომ ამოწმებენ პაკისტანის პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას.
პაკისტანის ყოფილ პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფზე 2003 წლის დეკემბერში ორი თავდასხმა განხორციელდა, ორივე ერთსა და იმავე ქალაქში. 14 დეკემბერს პრეზიდენტის კორტეჟის გადაადგილების მარშუტზე ხიდი დანაღმეს, თუმცა რამენიმე წუთით გაასწრო კორტეჟმა და არავინ დაზარალებულა და მეორე 25 დეკემბერს, რომელის დროსაც ორი თვითმკვლელი, ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული მანქანებით პრეზიდენტის ესკორტს უკნიდან შეასკდა და ააფეთქა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 14 და დაიჭრა 50 ადმაიანი.
რუსეთის მოქალაქე სიკვდილმისჯილს ბრალი არ უღიარებია, ნათესავები კი მის დადანაშაულებას შეცდომად თვლიან. აჰლას აჰლაკი მამით პაკისტანელია და დედით რუსი. 2001 წლამდე ქალაქ ვოლგოგრადში ცხოვრობდა და პაკისტანში 2001 წელს ჩავიდა. სხვა რაიმე ცნობები მის შესახებ არ მოიპოვება.

Комментариев нет:
Отправить комментарий