Страницы

понедельник, 22 декабря 2014 г.

თავდაცვაა თუ ბიძინას ზოოპარკი?

უცნაური ამბები ხდება საქართველოში. თითქმის არაფრით არაორდინალურ შემთხვევაზე, რომლის მსგავს სიტუაციაში ქცევის ნორმა ქართველებს საკმაოდ კარგად გვაქვს ჩამოყალიბებული, თვადაცვის სამინისტრო აკეთებს ისეთ განცხადებას რომ ეწირება თავდაცვის მინისტრი. რაღაც ალოგიკურია, არა?! 

 რას ნიშნავს ეს და რაზე მიუთითებს? იმაზე ხომ არა რომ ვიღაცამ, თავდაცვის სამინისტროში გადაწყვიტა მომხდარზე "ვიღაცისთვის" მაამებლური განცხადების გაკეთება, რომელიც ეფუძნებოდა უახლოესი წარსულის გამოცდილებას და ზოგადად იმ დამოკიდებულებას, რომელიც გავრცელებულია სახელისუფლებო წრეში.  ღარიბაშვილის განცხადებაც ამის ნათელი დასტურია. მისი თქმით - "თავდავის მინისტრიც ძალიან შეწუხებულია, მსგავსი განცხადების გამო"!? რას ნიშნავს შეწუხებულია არ იცოდა რა განცხადება ვრცელდებოდა? არავინ უთანხმებს? მაშინ რისი მინისტრია თუ ასეთ საკითხზე არც კი ეკითხებიან ისე უქვეყნებენ განცხადებას? თავად ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არაფერს ამბობს იმაზე რომ არც კი გააკეთებდა განცადებას არათუ სამძიმარს გამოუცხადებდა ალექსანდრეს ოჯახს, რომ არა ეს ინციდენტი.  არამგონია ბევრი იყოს დარჩენილი ისეთ მეამიტად რომ ღარიბაშვილის მოჩმახული სისულელეები დაიჯეროს ჯანელიძის უწყების განცხადების შესახებ.  კიდევ ერთი თავდაცვის მინისტრი მოადგილის მიერ გაკეთებული განცხადება მომხვდა თვალში, რომელშიც მხოლოდ იმაზეა ლაპარაკი რომ მოხდა შეცდომა და რომ უმწიკვლონი არიან ისიც და მისი "უმფროსიც" ამ საკითხში. მჯერა ამ ადამიანის რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს. თავდაცვიდან ალასანიას წამოსვლის შემდეგ, იქ ბიძინა თავისი პაჟის ერთგულ ხალხიანად ზის და არა ვინმე სხვა, თუმცა მთავრი ეს არ არის...
მთავარი კი აი რა არის - სულ რომ არ ყიფილიყო განცხადება და თავდაცვის სამინისტრო, სტანდარტული სამძიმრით შემოფარგლულიყო, საზოგადოებას მაინც იგივე რეაქცია უნდა ჰქონოდა რადგან, ამ ადამიანმა საკუთარი სიცოცხლე გასწირა ქვეყნის დაუძინებელი მტრის წინააღდმეგ ბრძოლაში. ის უნდა მიეღოთ ყველა პატივითა და სამხედრო წესით, როგორც ასეთ შემთხვევებში კეთდება ხოლმე და შესაბამისი ჯილდოც მიენიჭებინათ. 
 როგორც ირკვევა არც ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის ნებართვას აძლევენ ოჯახს და არც რაიმე ჯილდოთი დაჯილდოებას აპირებენ, არც თავდაცვა და არც ხელისუფლების სხვა უფლებამოსილი გვამები.  ის რაც განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ შემდეგ, რომ გვერდში დაუდგებიან ოჯახს და ა.შ. ეს ხომ ყველასთვის შესამჩნევია რომ იძულებითი, სიტუაციიდან გამოძრომის მცდელობისთვის გადადგმული ნაბიჯია და არა გულწრფელი. ის რომ გულწრფელი ყოფილიყო, პირველი განცხადების შინაარსი იქნებოდა ასეთი და არა ისეთი როემლიც იყო. მაგრამ რას ვიზამთ, დღეს სამინისტროებში გაურკვეველი მიზნების მქონე არსებები მოკალათებულან და რამდენ ზიანს მიაყენებენ ქვეყანას კიდევ ღმერთმა უწყის. 
 ამ ყველაფრის ფონზე კი შეგვიძლია ვთქვათ რომ თავდაცვა პრაქტიკულად გაანადგურეს. ასე აგდებული დამოკიდებულება, რომელიც ზოგადად ბიძინას აქვს ჯარის მიმართ, ვერ უზრუნველყოფს ისეთი განწყობისა და შემართების ჯარს, რომელიც დღეს სჭირდება ქვეყანას, ეს კი ყველაზე დიდი ღალატია მოცემულ სიტუაციაში. ასეთი დისკრედიტაციაც არ არგებს ჯარს და ძალიან დიდ ზაიანს აყენებს.
აღარაფერს ვამბობ იმ შეხდულებაზე რომელიც უკრაინაში აქვთ ჩვენი ხელისუფლების მიამრთ და რომელთა გამოც, შეიძლება მთელი ერი უხერხულ მდგომრეობაში აღმოვჩნდეთ. თუმცა ერთადერთი რამაც შეიძლება გადაარჩინოს უკრაინისა და საქართველოს მეგობრობა, ეს ის ქართველები არიან რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან და იბრძვიან არა მარტო იარაღით ხელში. ალექსანდრე გრიგოლაშვილი სწორედ ერთერთი იმათგანია და ამის გამო ასჯერ უფრო დასაფასებელია. ღმერთმა აცხონოს ალექსანდრე და გვიმრავლოს ასეთი ვაჟკაცები!!!

Комментариев нет:

Отправить комментарий