ლიტვური მედია ქვეყნის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის ვილმანტას ტამოშაისის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც შტაბის ხელმძღვანელი ამბობს რომ კალინინგრადსა და რუსეთის ტერიტორიაზე შეინიშნება რუსული სამხედრო ძალების აქტივობა,
რომელიც საფრთხეებს ზრდის ლიტვისთვის, ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სწრაფი რეაგირების ძალების ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაყვანის შესახებ. ლიტვის სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობა 2500 ადამიანს აჭარბებს, რომლებიც ავღანეთში საბრძოლო გამოცდილება მიღებული და ყველაზე მეტად გაწვრთნილი დანაყოფებია. შტაბის უფროსის თქმით, სწრაფი რეაგირების ძალების მოქმედებაში მოსვლის დრო 2 დან 24 საათამდეა, თუმცა ის ფაქტი რომ ბატალიონები გადაყვანილნი არიან ყაზარმულზე, რეაგირების დრო მინიმუმადეა დაყვანილი.
სამწუხაროდ მეტი დეტალები შტაბის უფროსს არ დაუკონკრეტებია და არ უთქვამს თუ რაში მდგომარეობს რუსული არმიის მოქმედებების აგრესიულობა. მიზეზად კი სწორედ რუსული არმიის აგრესიული მოქმედებები დაასახელა.
რუსული არმიის აქტივობაზე ბოლო თეების განმავლობაში არაერთხელ ითქვა და დაიწერა. ასევე რუსულ მედიაში შეინიშნება აგრესიული რიტორიკა მეზობელი ქვეყნების მიმართ და ძალზედ ხშირად (განსაკუთრებით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში) ისმის რუსულ პროპაგანდაში ფრაზა - "ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა" და ა.შ. ტერმინები. ასეთი ტერმინი თავად პუტინმაც არაერთხელ გამოიყენა ბოლო გამოსვლებში, რაც წესით შეშფოთებას უნდა იწვევდეს.
სხვადასხვა წყაროები, ძირითადად ბლოგერები წერენ რომ ევროპის ტერიტორიაზე, NATO-ს ძალებიც გააქტიურებულები არიან და აქტიურ წვრთნებს გადიან. როგორც ჩანს პუტინმა საკუთარი როლი ისტორიაში განსაზღვრა და მართლაც ემზადება მდგომარეობის ბოლომდე დაძაბვისთვის. თუ რა შედეგებს მოიტანს პუტინის ეს ავანტურა, ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ. რაც უფრო მეტი ეკონომიკური პრობლემა შეექმნება პუტინს, მით უფრო აგრესიული გახდება რათა თავიდან აიცილოს "მეიდანი" წითელ მოედანზე.

Комментариев нет:
Отправить комментарий