Страницы

понедельник, 8 декабря 2014 г.

საბაჟო კავშირი არ მუშაობს - ლუკაშენკომ რუსეთთან საზღვარზე საბაჟო პუნქტები დააბრუნა!

ბელორუსიისა და რუსეთის ურთიერთობა, რომელიც ხშირად სანიმუშო მეგობრობის მაგალითად მოჰყავთ რუსოფილებს, საკმაოდ უცნაურია. არაერთხელ ყოფილა რომ პრობლემა შექმნილა ამ სამაგალითო მეგობრობაში და ალბათ ის რაც ბელორუსია-რუსეთის საზღვარზე ა/წ 6 დეკემბრიდან ხდება, მორიგი ასეთი შიდა კინკლაობის შედეგია.
რუსული და სხვა მედიის ინფორმაციით, რუსი პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული განცხადებების გამო, რომელშიც ბელორუსიას ადანაშაულებენ, ევროკავშირთან საზღვრის არსაკმარისი კონტროლისა და იმის გამო რომ აღნიშნული უკონტროლობის გამო,  საბაჟო კავშირის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ აკრძალული, ევროკავშირის ტერიტორიაზე ნაწარმოები საქონლის შეტანა ხდება, ბელორუსიამ გადაწყვოტა კონტროლი დაეწესებინა რუსეთთან საზღვარზე და 6 დეკემბრიდან ყოფილი საბაჟო-გამშვები პუნქტები ამუშავდნენ. ამ შემთხვევაში საბაჟოს თანამშრომლები ამოწმებენ არა მხოლოდ სატვირთო ავტომობილებს არამედ მსუბუქსაც და შედეგებიც სახეზეა. ბელორუსიული მედიის ინფორმაციით ტოტალური შემოწმებების შედეგად, ბელორუსიის მხრიდან საზღვრის გადაკვეთისას დაკავებული იქნა ყაზახეთის მოქალაქე, რომლსაც საკუთარი ავტომობილით დაუდეკლარირებელი საიუველირო ნაწარმი გადაჰქონდა. ასევე გავრცელებული ინფორმაციით რუსეთის მხრიდან შემომავალი ნაკადიდან, დაკავებულია 86 სატვირთო ავტომობილი, რომელთა ტვირთის ჯამურმა წონამ 1000 ტონას გადააჭარბა. სოციალურ ქსელებში თვითმხილველები წერენ რომ რუსეთის მხრიდან საბაჟო პუნქტებთან რამდენიმე კილომეტრიანი რიგები დგას.
 საკითხი ამით არ მთავრდება - რუსეთისა და ბელორუსიის შესაბამისმა უწყებებმა მოლაპარაკებები გამართეს თუმცა რუსული მედიის ინფორმაციით, მოლაპრაკებები უშედეგოდ დასრულდა. შექმნილ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა ბელორუსიის პრეზიდენრმა ლუკაშენკომ, რომელმაც განაცხადა რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია ყველა ის შეთანხმება რომელიც კი მიღწეული იყო საბაჟო კავშირის წევრებს შორის.
 ყაზახეთის ჩუმი ევროპიზაციის კურსის შემდეგ ლუკაშენკოს ასეთი გაცხარება და ქმედითი ნაბიჯების გადაგმა, თანაც შექმნილ ვითარებაში რუსეთის ავტორიტეტს საკუთარი გავლენის სფეროში ამცირებს და შესაბამისად უფრო აგრესიულს ხდის. ეს ვითარება სავარაუდოდ ევროპელებისა და ამერიკელების მერ სწორად იქნება გამოყენებული და რუსეთის გამოაცლიან ისეთ მნიშვნელოვან საყრდენებს, როგორიც არის ბელორუსია და ყაზახეთი. ამის ყველა ნიშანია და სავარაუდოდ, ყოველივე თვალსაჩინო გაზაფხულის მიწურულს გახდება.

Комментариев нет:

Отправить комментарий