Страницы

суббота, 27 декабря 2014 г.

ყირიმის ნახევარკუნძული სრულ ბლოკადაშია!

დღეს უკრაინის პრეზიდენტის Twtter-სი მიკრობლოგში, გამოქვეყნდა განცხადება რომელიც ამცნობს მოსახლეობას რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე, გადასასვლელი და მასთან მდებარე, იგივე დასახელების მქონე დასახლებული პუნქტი ჩონგარი, უკრაინული ძალების კონტროლქვეშ გადავიდა.
რაც იმას ნიშნავს რომ ნახევარკუნძულზე საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა სრულად იქნება გაკონტროლებული. დღესვე ცნობილი გახდა რომ უკრაინამ გააუქმა სამგზავრო და სატვირთო სარკინიგზო შემადგენლობების მოძრაობა ნახევარკუნზულიდან-მატერიკულ ნაწილზე და პირიქით. ასევე შეჩერდა ავტობუსების მიმოსვლა. დღეს უკრაინულ მედიაში იწერებოდა რომ ყირიმი, სრულად გამოირთო უკრიანის ელექტრო სისტემიდან და ამის გამო თითქმის მთლიანი ნახევარკუნძული ჩაბნელებულია. არ მუშაობენ ბანკები რადგან არ აქვთ ელექტრო ენერგია. ასევე ცნობილი ხდება რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე აშშ-ს პრეზიდენტის 19დეკემბრის განკარგულებით, აიკრძალა visa-ს მომსახურების მხარდაჭერა და კუნძულზე მოქმედ 31 რუსულ ბანკს შეუჩერდა სერვისის მიწოდება. ამავე განკარგულებით შეუძლებელი ხდება ყირიმიდან რაიმე სახის გადარიცხვა ან სხვა ტრანზაქციის წარმოება საერთაშორის ფულადი გზავნილების მეშვეობით. მოკლედ ყირიმელები ძალიან დიდ შარში არიან, რუსეთთან მიერთების გამო და არც საახალწლოდ არ უნდა ჰქონდეთ უკრაინის ხელისუფლების გულმოწყალების იმედი, ამ ახალწელს ჩაბნელებულ სახლებში შეხვდებიან. აღარაფერს ვამბობ ზოგადად იმ სიტუაციაზე რომელიც შექმნილია რუსეთის მხრიდან ანექსირების შემდეგ.
 კრემლში ვერ გათვალეს რომ ნახევარკუნძული, თითქმის 100% დამოკიდებულია დანარჩენ ქვეყანაზე და საჭირო იქნებოდა უზარმაზარი თანხების ინვესტირება ამ დამოიკიდებულების შესამცირებლად. რუსეთს კი ასეთი სახსრები აღარ გააჩნია და წარმოუდგენელია რომ ეხლა რუსეთმა 20 ან 30 მილიარდი დახარჯოს, მთელი რიგი პრობლემების მოსაგვარებლად. მაგალითად სასმელი წყალი, რომელიც მატერიკიდან მიეწოდებოდა ნახევარკუნძულს, როგორც კი გადაიკეტა ალტერნატიული წყაროს მოძიება ვერფრით ვერ შესძლეს. ამასწინათ, რეპორტაჟს უყურე ერთ-ერთ რუსულ ტელეარხზე იმ კუსტარული მოწყობილობების შესახებ იყო, რომლითაც ზღვის წყალს ამტკნარებენ და იმას მოიხმარენ. როგორც ჩანს ასეთი მოწყობილობები ყირიმში ძალზედ საჭირო ქონებაა. ჟურნალისტი მასწავლებლური ტონით გვამცნობდა რომ ასეთი მოწყობილობის გაკეთება, ყველას შეუძლია თავისი ხელით. ეს იმას ნიშნავს რომ უახლოეს მომავალში რუსეთი ვერ შესძლებს ანექსირებული ყირიმის ელემენტარული, სასმელი წყლით მომარაგებას და ეს კარგად ასახავს რუსული მზრუნველობის იმ კლასიკურ მოდელს, რომელის ტრანსლირების პრეტენზიაც ამ ქვეყანას გააჩნია.

 ყირიმის ბლოკადა ახალ, მოქმედ და მკაცრ ფაზაში შევიდა. ეს ერთგვარი პირველი მერცხალია იმისა რომ რუსეთისათვის პრობლემების მატებასთან ერთად, მოიმატებს პრობლემები იმ ანექსირებულ ტერიტორიებზეც, რომელიც რუსეთმა ბოლო წლებში მიითვისა. ეს პროცესი უკვე ხილულია, რუსეთის მიერ ხელდასმული სეპრატისტები ჯერ ვერ გრძნობენ საკუთარ თავზე ან ითმენენ ყველაფერს, ვალდებულების გამო. მეორეს მხრივ რუსეთის ე.წ «ბუნებრივი მოკავშირეები» ბელორუსია და ყაზახეთი თავისი ნაბიჯებით იმაზე მიუთითებენ რომ რუსეთის დღეები დათვლილია და მასთვის საფლავში ჩაყოლას არ აპირებენ. მაგალითად ბელორუსიამ არ მოითმინა ის რომ კრემლის გამო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები უნდა ჩაეგდო გასაჭირში და ალტერნატული საგარეო ვექტორი მოძიებას შეუდგა. ნებსით თუ უნებლიედ იგივეს გაკეთება მოუწევს ყველა იმ მოკავშირეს, რომელიც კი რუსულ ბზარზე დახარბებული მასთან სიამტკბილობით ცხოვრებას გეგმავდა და მათ შორის დღეს გაყოყოჩებულ სეპარატისტებსაც, რომლებმაც რუსული იმპერიალისტური ამბიციების გამო, «მოძმე» ეთნოსებთან სისიხლისღვრა გააჩაღეს და ამ იმპერიალისტური ამბიციებისადმი მსახურისათვის, პასუხისგება აუცილებლად მოუწევთ! 

Комментариев нет:

Отправить комментарий