დღეს ცხინვალში მოხდება რუსეთთან მოკავშირეობის შეთანხმების პროექტის განხილვა, რომელსაც ოს სეპარატისტთა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი განიხილავს.
პროექტის თანახმად, რომელიც რუსულ მედიაში განმოქვეყნდა და აქტიურად განიხილება ასევე სეპარატისტთა მედიაშიც, მოხდება ძალოვანი უწყებებს გაერთიანება, მაგალითად - სეპარატისტთა КГБ, შეუერთდება რუსულ ФСБ-ს. ხოლო შეიარაღებული ძალები რუსეთის თავდაცვის დაქვემდებარებაში გადავა. გაუქმდება საზღვარი რუსეთთან. საბაჟო და სასაზღვრო სამსახურები ასევე გადავლენ რუსეთის შესაბამისი უწყებების დაქვემდებარებაში, მხოლოდ მიღებული შემოსავლები დარჩება ე.წ. «რესპუბლიკაში». სახელმწიფო ჩინოვნიკების ანაზრაურება გაუთანაბრდება ჩრდილოკავკასიელი ჩინოვნიკების ხელფასების ოდენობას და ა.შ. სურკოვის განცხადებით რომელიც მან 22 დეკემბერს, ცხინვალში ვიზიტისას გააკეთა, ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს მომავალი წლის პირველი თვის ბოლომდე და ამაში ხელისშემშლელ ფაქტორებს ვერ ხედავს.(?!) ასევე სეპრატისტთა ე.წ. პრეზიდენტმა თიბილოვმა, უარყო რაიმე ოპოზიციური დამოკდებულება აღნიშნული შეთანხმებისადმი და განაცხადა რომ საზოგადოებაში სრული თანხმობა არსებობს, რუსეთთან ასეთი მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ.
აქვე მინდა შევახსენო მკითხველს რომ თიბილოვი, ე.წ. არჩევის დღიდან დაწყებული იმაზე ლაპარაკობდა რომ მისი საპრეზიდენტო ვადის პრეროგატივა იქნებოდა, რუსეთთან მიერთება და ეს დანაპირები შეასრულა. უბრალოდ ცუდი ის არის რომ მაშინდელი ეს ხმამაღალი განცხადება, საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა და არავითარ ზომები არ მიიღო რომ ეს არ მოხდარიყო, ეხლა კი ფაქტის წინაშე დაგვაყენეს. მაშინ როდესაც უკრიანის გამო მთელი მსოფლიო ფეხზე იდგა და რუსეთის დასჯის მექანიზმებს განიხილავდნენ, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების დალაგებით იყო დაკავებული და არაფერი მოასწავებდა იმაზე რომ ხელს შეუშლიდნენ რუსეთს ამ ზრახვის განხორციელებაში, დღეს კი აცხადებენ - აბა რა ვქნათ, ომს ხომ არ დაუწყებთო! მიუხედავად იმისა რომ მთელი ოპოზიცია გაჰკიოდა რომ უნიკალურ შესაძლებლობებს უშვებდით ხელიდან.
აი ასე, ერთმანეთის შეძულების და ერტმანეთზე გადაკიდების მეთოდით შემოგვიცურეს ეს ამბავი და ამიტომ იყო რომ ზაქარეიშვილი თავისი პრემიერ-მინისტრებითა და ბრძენთა-ბრძენებით, გააფთრებული გვიმტკიცებდა - არაფერი ახალი არ ხდებაო და ყველაფერში დამნაშავე «სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმიაო»! აი ეს მოხდა და ვინ იცის დღეს რას გვიცურებენ ისე რომ ჩენი რეგიონების ანექსიისა არ იყოს, ხვალ შედეგად მოვიმკით და დავრჩებით ასე პირში ჩალაგამოვლებულები (პირში ოცნება გამოვლებულები - შ.ნათელაშვილი 2013წ), ქვეყნისა და სახელმწიფოს გარეშე.

Комментариев нет:
Отправить комментарий