დილიდან აზარბაიჯანული და სომხური მედია იყტობინება შეტაკების შესახებ რომელიც ყარაბახის კონფლიქტის ზონაში მოხდა. აზარბაიჯანული მხარის ინფორმაციით, დღის განმავლობაში 90-ჯერ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
შედეგად, აზარბაიჯანული მხარის განცხადებით აღმოჩენილი და აღკვეთილი იქნა სომხური არმიის დივერსიული-სადაზვერვო ჯგუფის მათ პოზიციებზე შეღწევის მცდელობა. არიან დაღუპულები, ერთი სომეხი დივერსანტი ტყვედ არის აყვანილი.
სომხური მხარე ჩვეული რიტორიკით პასუხობს და დღის ბოლომდე არ დაუდასტურებია საკუთარი მებრძოლის, ტყვედ ჩავარდნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. ცოტა ხნის წინ სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია დღის ბოლოს მომხდარი კიდევ ერთი შეტაკების შესახებ, რომელის დროსაც სომხურ მხარის მტკიცებით, მოწინააღმდეგემ სრულიად უმიზეზოდ გახსნა ცეცხლი მსხვილკალიბრიანი ტყვიაფრქვევებიდან სოფელ აიგეპარის მიმართულებით. სხვა რაიმე სახის ინფორმაცია არ გავრცელებულა.
გასული წელი აზარბაიჯან-სომხეთის კონფლქტის თვალსაზრისით საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ორივე მხარის ექსპერტები და პოლიტილოგები თანხმდება იმაზე რომ 90-იან წლებში ცეცხლის შეწყევეტის გაფორმების შემდეგ, ასეთი დაძაბულობა არ ყოფილა კონფლიქტის ზონაში.
სამხედრო ექსპერტებმა, აზარბაიჯანის აგვისტოს ოპერაცია შერაცხეს ბრძოლით დაზვერვად, რომელიც მთელი ფრონტის გასწვრივ განხორციელდა. ბოლო დაძაბულობის ფაზა ნოემბრის დასაწყისში იყო, რიოდესაც აზარბაიჯანულმა ძალებმა სომხური ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად დაიღუპა სამი ეკიპაჟის წევრი და სომხური მხარის მტკიცებით, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო დაღუპულების გამოსაყვანად.
მომავლაი წელი მთელს რეგიონში დაძაბულობების მოლოდინით არის გაჯერებული და უმრავლესობა ექსპერტებისა ვითარების გართულებას სწორად ყარაბახის კომფლიქტის წინასწარმეტყველებს. რამდენიად იქნება ასე ძალზედ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ფაქტორთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი კი რუსეთის მდგომარეობაა რადგან ყველამ კარგად ვიცით რომ ყველა კონფლიქტი რომელიც კი პოსტსაბჭოთა სივრცეშია შექმნილი, რუსეთის ხელშეწყობითა და მისი იმპერიული ამბიციებით არის განპირობებული, როემლთა უმთავრესი მიზანი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებისთვის ხელის შეშლა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ევროსტრუქტურებში ინტეგრირების ხელის შეშლა.

Комментариев нет:
Отправить комментарий