Страницы

воскресенье, 28 декабря 2014 г.

კადიროვმა ვლადიმერ პუტინს შეჰფიცა! (ვიდეო/video)

ვრცელდება კადრები დღეს გროზნოში გამართული გრანდიოზული "პატრიოტული" მიტინგიდან რომელზეც 20 000 მდე შეიარაღებული სამართალდამცავი იყო შეკრებილი. შეკრებილებს სიტყვით მიმართა რამზან კადიროვმა, რომელიც ბოლო პერიოდში უცნაურად აქტიური გახდა.
დღევანდელი გამოსვლა ერთგვარი პიკი იყო, კადიროვის პოლიტიკური აქტივობის რომელიც, ნაკლებად სარწმუნოა რომ მიზნად მხოლოდ  პუტინისათვის ერთგულების დემონსტრირებას ისახავდა. 
 კადიროვი დღეს აღიქმება როგორც ოდიოზიური და ერთგვარად კომიკური  ფიგურა პუტინის ჩრდილქვეშ, თუმცა პუტინის შემდგომი პერიოდისთვის საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მთელი რეგიონისთვის, თავისი კბილებალმდე შეიარაღებული არმიით. 
დღევანდელი აქცია სავარაუდოდ თავად კადიროვის ორგანიზებული იყო და ეს დემონსტრაცია, კონკრეტულ მიზნებს ისახავდა. არ არის გამორიცხული ეს იყოს ნიშანი იმისა რომ კავკასიაში გარკვეული პროცესები მიდის, რომლის შემდეგი ფაზაც, შეიარაღებული კონფლიქტი იქნება. 
ამ ფონზე უყურდღებოდ ვერ დავტოვებ ასევე კადიროვის მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს შესახებ. მისი განცხადება რომ  სააკაშვილის  ფიგურა იყო ის წანაღობა, რომელიც ხელს უშლიდა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას და იმ გზების მშენებლობას, რომელზეც ეხლა აქტიურად მიდის ლაპარაკი უცნაურად ემთხვევა დღევანდელი ხელისუფლების პოზიციას. გარდა ლაპარაკისა კი კონკრეტული ქმედებები ხორციელდება რუსეთის მხრიდან და ამაზე საქართველსო ხელისუფლებას არაადექვატური პასუხი აქვს. მაგალითად კადიროვის განცხადების კომენტირებისას დღევანდელმა საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა: - "ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის ინტერესებს"(?!) მორჩა და გათავდა! ეს არის ის რაც შეუძლია უპასუხოს საქართველოს ხელისუფლებამ კადიროვს. გარკევულწილად დაეთანხმა ამ განცხადებით ბერუჩაშვილი კადიროვს რომ ხელისშემშლელი სააკაშვილი იყო და ეს საზოგადოებისათვის არ არის შამაშფოთებელი რადგან, ქვეყნის ნომერ პირველი მტერი, თავისი დამქაშებით და დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება სრულიად იდენტურ შეფასებას აკეთებენ სააკაშვილი  მისამართით, მაშინ როდესაც მათეული ვერისა, სააკაშვილი მმართველობის პერიოდის შეფასებისა, დანარჩნს ცივილიზებულ სამყაროში სრულიად სხვგვარად არის აღქმული.
კადიროვის განცხადებით ასევე ჩეჩნეთის ხელისუფლებაში განიხილება სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა რესპუბლიკის ტერიტორიიდან საქართველოს მიმართულებით. ასევე კადიროვი დარწმუნებულია რომ ძალიან მალე საქართველოსთან ურთიერთობები მოგვარდება, გზებიც აშენდება და ა.შ.
 მოკლედ, ალბათ ყველა ვხვდებით რომ კადიროვის ეს განცხადებები არ არის მისი თვითშემოქმედების შედეგი და როგორც ჩანს კონკრეტულ ინფორმაციას ეყრდნობა როდესაც ასეთ საკითხებს ეხება, რომელიც აშკარად სცილდება მისი კომპეტენციის ფარგლებს.
 ყოველივე ზემოთქმულს დამატებული, დღევანდელი ძალის დემონსტრირება გროზნოს სტადიონზე და შეგვიძია ერთგვარი ვარაუდი/პროგნოზი გამოვთქვათ რომ კავკასიას კადიროვი თავის-თავზე იღებს!

Комментариев нет:

Отправить комментарий