Страницы

среда, 26 ноября 2014 г.

ბოროტი ჯამბაზები!

ბოლო დღეებში, რუსეთის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, ქართული «დალაგების» პოლიტიკის საპასუხოდ, წესით უნდა გვაღელვებდეს. გვაღელვებდეს არა იმიტომ რომ ქვეყნის ამჟამინდელ მმართველებს დამატებით საგინებელი მიზეზი მოუძებნოთ, არა რა თქმა უნდა, არამედ იმიტომ რომ ეს პრობლემა საუბედუროდ მათ წასვლის შემდეგაც დარჩება და მის შედეგებთან,
მომავალ ხელისუფლბასა და თაობას მოუწევს ბრძოლა. თავმოყვარე ერი, ეხლა ფეხზე უნდა იდგეს და ხელისუფლებას აზანზარებდეს, მთელი რიგი არასწორი ნაბიჯების გამო და არა მხოლოდ რუსეთი, ქვეყნის სახემწიფოებრიობის ყველაზე დაუძინებელი მტრის მიმართ დაშვებული შეცდომების გამო.
 ქვეყნის მთავარმა იდეოლოგმა, ბიძინა ივანიშვილმა შეცდომა დაუშვა ყველაფერში, რაშიც კი შეიძლებოდა დაეშვა დაწყებული «კადრებით» და დამთავრებული პოლიტიკური პროგნოზებით. შეცდომის დაშვებას ვინ ჩივის, ნაცვლად ქმედებაში დაშვებული შეცდომებისა, მიზანმიმართულად ტყუილზე მიდის ისე რომ დარწმუნებულია ამ ტყუილით გაიტანს და ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილზე გავლენას იქონიებს. ქვეყნის მთავარი იდეოლოგი, შეცდა ყველაფერში რაშიც კი შეიძლებოდა რომ შემცდარიყო მაგრამ, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს მაინც «უანგაროდ» სჯერა მისი. ისიც დაგვავიწყდა რომ მისივე თანაგუნდელი და აწ უკვე გარიყულ - «მიჭირხვნული» ირაკლი, რას ადარებდა «იდეოლოგს». ირაკლი ალბათ გულით ამბობდა ამას და ამაში ეჭვი არც მთავარ იდეოლოგ ბიძინას ეპარება. ამიტომაც იძია შური და თავისი ღრმა რწმენით ნახმარი ცხვირსახოცივით მოისროლა. ამაშიც ცდება ბრძენთა ბრძენი! 
ბრძენთა-ბრძენი, საკუთარი თავაწეული ხელისბიჭის სასასცილო სიფათების ჩათვლით ზიანს რომ არ აყენებდეს ქვეყანას, მშვენიერი გასართობები იქნებოდნენ, «სანახაობაში» ჩაუთვლიდა კაცი!
ამ ჯამბაზების ზიანის მიყენების არეალი კი მხოლოდ «გამოდახლებული» საქართველოს მოსახლეობის ნაწილს გასცდა, ტერიტორიულ და სუვერენიტეტის საკითხებს ეხება და ძალიან ცუდია თუ ამ დროს არ არის ქვეყანაში ძალა, რომელსაც შეუძლია ეს მავნე ცირკი შეაჩეროს.
რუსეთის მიერ, აფხაზეთის ანექსიის მიზნით გადადმული ბოლო ნაბიჯი, ბოლო წვეთი უნდა ყოფილიყო ნებისმიერი იმედისა, რომელიც კი რუსეთის მიმართ არსებობდა ქართველებში. ამის ნაცვლად, ზაქარეიშვილის ისევ «არ ვართ პანიკაში» შინაარსის განცხადებების მოსმენა გვიწევს და მთავარი მომლაპარაკებლისგან კი «რეალისტური» შეფასება(იგულისხმება აბაშიძე) - რომ ასე მოკლე დროში ვის მიუღწევია რუსეთთან შეთანხმებისთვის თუ რაღაც ამის მსგავსი სისულელე, რომელიც შინაარსშივე აკეთებს იმ დაშვებას რომ ასეთი საკითხებით უკან დახევასა და ვაჭრობას, ამჟამინდელი ხელისუფლება უშვებს. ამ კონტექსტში სწორედ იმიტომ დაიჯერება სომხური მედიის რომ აფხაზეთის რკინიგზის საკითხის განხილვაში ქართული მხარე მონაწილეობს და ეს საზოგადოებისგან დამალულია. გადაფარვა ხდება ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებით, რომელიც ბოლო შიდაპოლიტიკური «კატაკლიზმის» შედეგად სრულიად ბიძინას ხელშია აღმოჩენილი. იმას რასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს აცხადებს ან აკეთებს, არის განსაკუთრებული ყურადღების ღირსი, რადგან ის ძალზედ სერიოზული ინსტრუმენტია შიდაპოლიტიკური ინტრიგების გადასაფარად. 
საჭიროა საზოგადოების რეაქცია იმ ყველაფერზე და განსაკუთრებით კი იმ დუმილზე რომელსაც ღარიბაშვილი მიმართავს. არ შეიძლება ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, საჯარო განცხადება გქონდეს გაკეთებული და ამაზე პასუხის არ სცემდე! პრინციპში არც არავინ სთხოვს მაგრამ, დარწმუნებული ვარ რომ მოიძებნება ჟურნალისტი რომელიც ამას შესძლებს. ასეც რომ არ იყოს, ხალხი უნდა ითხოვდეს ასეთ საჯარო განცხადებებზე, რომელშიც ძალიან დიდ შეცდომას უშვებს ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მქონე პირი და შესაბამისი რეაქცია ქონდეს, მერე რა რომ არჩვნებში მხარი დაუჭირე. ეხლა ჯობია აღიარო რომ გატყუებენ და ამ ტყუილს აღარ გაყვები, ვიდრე ნდობა რომელიც მოსახლეობამ გამოუცხადა ივანიშვილს, საბოლოოდ არ გამოიყენა ამავე ხალხის წინააღმდეგ. ღარიბაშვილი-ივანიშვილისეული რუსეთის შეფასებები, ალბათ ყველას ძალიან კარგად ახსოვს და ეს აისახა კიდევაც მათ მიერ წარმოებულ პოლიტიკაზე, რომელიც მცდარი აღმოჩნდა და ამაზე არავითარი რეაქცია არ არის.
ელემენტარული ლოგიკის საკითხია - უბრალოდ გაიხსენეთ რამდენჯერ დაუშვა შეცდომა ბიძინამ თავის პროგნოზებში, კადრებში, პარტნიორების შერჩევაში, რუსეთის შეფასებებში, რომელსაც ღარიბაშვილი გულითადად იმეორებს. ყველაფერი მისულია იქამდე რომ შემდეგი ნაბიჯები რომელიც დიდი ალბათობით ასევე მცდარი და მავნებლური იქნება, უკვე «წარმოსახვით» ზიანს არ მიაყენებს ქვეყნის უსაფრთხოებას, ის ყოველი ჩვენგანის პრობლემა იქნება და დღეს "პოლიტიკას თავს არიდებული" და ამით მოამაყე მოქლაქეების შვილები იქნებიან ისინი, ვინც საკუთარ სისხლს დაღვრის ამ «ჯამბაზების» თამაშობების გამო. არჩევანი დღეს არის გასაკეთებელი და არა ხვალ. დღეს არის დასაცავი ქვეყანა ძირითადი და უკვე ისტორიულად ქცეული საფრთხისგან რომელიც ბოლო 200 წელია ვერ მოვიშორეთ. არ შეიძლება ამდენად მნიშვნელოვანი საკითხი ასე თავის ნებაზე იყოს მიშვებული და ივანიშვილ - ღარიბაშვილისნაირი «ჯამბაზები» წყვეტდნენ მის აწმყოსა და რაც უფრო მეტად სავალალოა - მომავალს!  
სავარაუდოდ უკვე დამდგარია ქვეყანაში დრო, როდესაც მხოლოდ მინისტრების შეცვლა და გადადგომა საქმეს ვეღარ უშველის, საჭიროა მთლიანი მმართველი გუნდის ჯერ გადაყენება და შემდეგ კი ლუსტრირება, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო, რუსეთის იმპერიის უაკანა ეზოში «ღირსეულ» ადგილს დაიმკვიდრებს სამარადჟამოდ!

Комментариев нет:

Отправить комментарий