11 ნოემბერს ვარშავაში გაიმართა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა, რომელიც ქალაქის მერიის მიერ ორგანიზებული მსვლელობის პარალელურად, პატრიოტმა პოლონელებმა მოაწყვეს. მსვლელობის მარშუტი რუსეთის საელჩოსთან გადიოდა და მასზე თავდასხმა მოხდა.
გაისმოდა მოთხოვნები რუსეთის დიპლომატების გაძევების შესახებ. პოლიციას, რომელიც საელჩოს იცავს, დამატებითი ძალების გამოძახება დასჭირდა თავდამსხმელთა შესაკავებლად, დამწვარია სადარაჯო ჯიხური და საელჩოს მიმდებარედ ავტოსადგომზე მდგომი, საელჩოს თანამშრომლების ავტომობილები.
რა თქმა უნდა დიდი განხილვა მოჰყვა ამ ფაქტს და შესაბამისად რუსული მედიის "აღშფოთების" და პოლიციის მიმართ, დამცინავი სიუჟეტების გავრცელების ფონზე, აღფრთოვანებას ვერ მალავენ უკრაინელები და ქართველები.
მოკლედ ომი ყველა ფრონტზე მიმდინარეობს და აქედანვე მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, ვის მხარეს დავრჩებით ჩვენ:

Комментариев нет:
Отправить комментарий