Страницы

среда, 12 ноября 2014 г.

დაძაბულობა ყარაბახში - აზარბაიჯანის არმიამ სომხების ვერტმფრენი ჩამოაგდო!!

დღეს კვალვ დაიძაბა ვითარება აზარბაიჯანისა და სომხების დაპისპისრების ზონაში. აზაებაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა რომ ჩამოაგდო სომხური მხარის სამხედრო ვერტმფრენო МИ-24, რომელმაც იერიში მიიტანა აზარბაიჯანულ პოზიციებზე. სომხურმა მხარემ ვერტმფრენის დაკარგვის შესახებ ონფორმაცია დაადასტურა.

ვერტმფრენი აზარბაიჯანელების პოზიციიდან 500 მეტრში ჩამოვარდა და მთლიანად დაიწვა, დაიღუპა სამი პილოტი. ვერტმფრენის ჩამოგდების ზონაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკება მიმდინარეობს. (წყარო
სომხური მხარის განცხადებაში ნათქვამია რომ ფრონტის სიახლოვეს ჩამოგდებულია ყარაბახის არმიის ვერტმფრენი, რომელიც წვრთნებში იღებდა მონაწილეობას. მოწინააღმდეგეს ცეცხლი გახსნილი აქვს სხვდასხვა კალიბრის შეიარაღებიდან და ინტენსიურ ცეცხლს აწარმოებს ყარაბახის არმიის პოზიციების მიმართულებით. (წყარო)
ინციდენტი აგდამის რაიონში მოხდა. ადგილობრივების თქმით ვითარება უკიდურესად დაძაბულია. აზარბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში სეპარატისტების ავიაცია პროვოკაციულად მოქმედებდა, დღეს კი დაიკავეს საბრძოლო პოზიცია და შეტევაზე გადმოვიდნენ, რასაც შედეგად მოჰყვა ცეცხლის გახსნა. 

Комментариев нет:

Отправить комментарий