ალასანიადამ რა შედეგი მოიტანა? მგონი რომ ეს კითხვა უნდა დავსვათ და პასუხი უნდა გავცეთ. შედეგში ვგულისხმობ არა რომელიმე პოლიტიკოსისთვის ან პოლიტიკური გაერთიანებისათვის დამდგარ შედეგს, არამედ ქვეყნისთვის. მთელს ამ პროცესებში რა დაინახა საზოგადოებამ.
ან დაინახა კი რამე და დასკვნა გამოიტანა?
მოვლენათა განვითარების ლოგიკის მიხედვით, ამ პროცესებით მოხდა სახელისუფლებო გუნდის ერთგვარი "ლუსტრირება" იმ საკითხებში, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ კატეგორიულად უარყოფდნენ. პირველი და უმთავრესი საკითხი, რომელშიც ხელისუფლება ალასანიამ ამხილა, ეს არის "ქართული ოცნების" სახელისუფლებო გუნდის კოლაბორაციონისტული პოლიტიკის წარმოების საკითხი, რომელიც არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი და არაერთი მწვავე კითხვა წარმოშვა. თუმცა "ხელისუფლების სახეთა" უკლებლივ ყველა წევრმა და სხვათა შორის ალასანიას გუნდის წევრებიდანაც, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა საკითხებზე, ამტკიცებდნენ რომ პრორუსული ძალები რეალობა არ არის და რომ ეს ყოველივე, "ნაციონალების" მოფიქრებული თემებია.
ყველამ მოვისმინეთ ალასანიას პირველი განცხადება და ეჭვები რომ მისი გუნდის დისკრედიტაცია, საფრენგთში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებების შესყიდვას მოჰყვა და რომ ხელისუფლებაში არიან ჯგუფები, რომლის ინტერესებსაც ასეთი სისტემების შესყიდვა ეწინააღდმეგება. შემაშფოთებელია ასეთი ინტერესების მატარებელი ჯგუფების ხელში ძალაუფლების მოხვედრა, რადგან საქართველოს თავდაცვის უნარიანობის შესუსუტებასა და განადგურებაში, დაინტერესებული მხოლოდ ქვეყნის მტრები შიძლება იყვნენ და ვერანაირად საქართელოს სახელმწიოფებრიობის გამტკიცების მსურველები, ვერ იქნებიან ასეთი სისტემის შესყიდვის წინააღმდეგნი. შესაძლოა სადაო იყო სსისტემების ხარისხი და ამაზე მსჯელობდნენ მაგრამ ის რომ, თავდაცვის სამინისტროს ორი უმთავრესი ფიგურა, მინისტრი და გენშტაბის უფროსი, პარტნიორ ქვყნებში ვიზიტად იმყოფებიან და ამ ადროს ხდება აშკარა პოლიტიკური თუ შიდა კულუარული ბრძოლის შედეგად, სამინისტროს მაღალჩინოსნების აყვანა, დამაფიქრებელია და მრავალ კითხვას გაუჩენდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ზედ დამატებული ალასანიას განცხადება ქვეყნის საგარეო კურსის შესახებ, წესით საზოგადოებას უნდა აღაშფოთებდეს და სახელისუფლებო გუნდის მდგომარეობას, სავალალოს ხდიდეს.
მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რომლის გამოაშკარავებაც მოხდა "ალასანიადით", ეს არის ბიძინა ივანიშვილის მხილება ქვეყანის საქმეებში ჩარევასა და მისი ინტერესების მიხედვით ღარიბაშვილის მოქმედებაში. თვალსაჩინო გახდა ის რომ ივანიშვილი აქტიურად არის ჩართული ქვეყნის მართვაში და მისი სტატუსისთვის მიუღებელი ინფორმაციისა და პროცესების მართვის სადავეების ფლობაში.
ივანიშვილი არის კონკრეტული, მაღალი რანგის აფერისტი რომელმაც მთელი პასუხისმგებლობა ღარიბაშვილს დააკისრა და თავად კი "რუხი კარდინალის" სტატუსით, ქვეყანას მართავს. არცერთი დაპირებული პროექტი არ განახორციელა და ყველამ კარგად დაინახა რომ ყველა ის თანხა რომელიც გადახდილი ქონდა ივანიშვილს ბიუჯეტის სასრგებლოდ, უკან დაიბრუნა. ივანიშვილის მომქედებებმა ცხადყო ისიც რომ წინა წლებში დახარჯული თანხები, რომელსაც თავად "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით ვანო მერაბიშვილის თხოვნით ხარჯავდა, უკან ამოიღო. ის არ არის იმ კატეგორიის ადამიანი რომ რამეს ან ვინმეს უანგაროდ ემსახუროს. მან ნებისმიერი პროცესიდან კონკრეტული შედეგი უნდა მიიღოს და საოცარია მაგრამ, ჯერჯერობით იღებს კიდევაც.
მოკლედ, "ალასანიადამ" დაგვანახა რომ - ქვეყანაში რუსეთის ინტერესების მატარებელი ჯგუფი ხელისუფლებაშია. დაგვანახა ის რომ ქვეყნის საგარეო კურსი იცვლება და ხელოვნურად ხდება პრობლემების წარმოქმნა, ჩვენს დასავლეთ პარტნიორებსა და მეგობრებთან. დაგვანახა ის რომ "მოქალაქე" ბიძინა ივანიშვილი, ერევა ქვეყნის მართვაში და დაგვანახა ის რომ მთელი ამ ორი წლის განმავლობაში, საპარალამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ გაკეთებულ "მამხილებელ" განცხადებებზე, უტიფრად ცრუობდნენ და საზოგადოებას ატყუებდნენ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. არც იმის პერსპექტივა ჩანს რომ პოლიტიკის წარმოების მეთოდს შეიცვლიან.
წესით დასკვნა რომელიც საზოგადოებას უნდა გაეკეთებინა, არის ის რომ საკუთარმა არჩეულმა ხელისუფლებამ ის მოატყუა, რუსეთის იმპერიის "უკანა ეზოში" აბრუნებს და ქვეყნის თვადაცვის უნარიანობას ანადგურებს. ყოველივე ეს კი ღალატია და ამ ადამიანების საბოლოო მიზანი იქნება საქართველოს სუვერინიტეტის მოსპობა, რომელსაც აუცილებლად მიაღწევენ თუ ხმა არ ამოიღო ხალხმა, რიგითმა მოქამქეებმა და არ აჩვენა მთავრობას რომ გასული ორი წელი, მის უტიფარ ტყუილებს მხოლოდ იმიტომ ითმენდა რომ ვერ წარმოიდგენდა ამდენად მოღალატეობრივი ჯგუფის ხელისუფლებაში მოხვედრას.
ქვეყანა საფრთხეშია რეალურად და ამ საკითხეს გადაჭრა ჭირდება. ნურავინ ნუ გაყვებით იმ სამარცხვინო გზას, რომელიც იავნიშვილ/ღარიბაშვილის კოლაბორაციონისტურმა "ხროვამ" შემოგთავაზათ და ნუ დაუჯერებთ მათ ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს რომელსაც აწი ხშირად გააკეთებენ.
რუსულმა სპცესამსახურებმა, უკრაინის მოვლენების შემდეგ საკმაოდ კარგი გამოცდილება მიიღეს და იანუკოვიჩივით ადვილად არ დაკარგავენ ქართულ "კოზირს", ივანიშვილ/ღარიბაშვილის სახით.

Комментариев нет:
Отправить комментарий