Страницы

четверг, 6 ноября 2014 г.

სომხეთის ტრანსპორტის სამინისტრო - აფხაზეთის რგინიგზის საკითხში პოზიტიური ძვრებია!

და ისევ აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის ამოქმედების თემა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად განიხილება ჩვენს სამეზობლო მედიასა და ოფციალურ უწყებებში.
მხოლოდ საქართველოს საინფორმაციო სივრცეა დახურული ამ ინფორმაციისთვის და არცერთი ოფიციალური პირი ამ თემაზე განცხადებას არ აკეთებს.

დღეს სომხურ მედიაში გამოქვეყნდა სომხეთის ტრასნპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადება, რომელშიც საუბარი, მთლიანად აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნის შესახებ მიმდინარე მოლაპრაკებებს ეძღვნება. მინისტრის მოადგილე არტურ არაკელიანი აცხადებს რომ მოლაპრაკებები მიმდინარეობს დახურულ რეჟიმში და არის პოზიტიური ძვრები. როგორც მინისტრის ნათქვამიდან ირკვევა მოლაპრაკებები დაწყებულა ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ მინისტრობის დროს და გრძელდება ამ დრომდე. არაფერია ნათქვამი განცხადებაში მოლაპარაკებებში ქართული მხრიდან მონაწილე პერსონების შესახებ, არადა ძალიან საინტერესოა ვინ აწარმოებს ამ საკითხებზე მოლაპრაკებებს და რა კონტექსტში განიხილავენ მას. არაკელიანის თქმით ქართული, რუსული და სომხური მხარეები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. საკითხის განხილვის დახურული რეჟიმის გამო, არაკელიანი თავს იკავებს მეტი დეტალების გახმაურებისაგან, თუმა მისივე თქმით მოცემულ მომენტში არის მეტი შესაძლებლობა მოხდეს პოზიტიურ ძვრებზე ინფორმაციის გამჟღავნება. არაკელიანი იხსენებს რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელის იაკუნინის განცხადებას, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გააკეთა და რომელშიც ასევე რკინიგზის მონაკვეთის გახსნის შესახებ წარმოებულ განხილვებს ეძღვნებოდა. (წყარო)
აღნიშნული საკითხს აქტიურად კომენტირებს და ასე ვთქვთ "ლობირებს", ახალქალაქელი სეპარატისტი ვააგან ჩახალიანი. 
მთელი ამ "ხროვის" აქტიურობა, ოქტომბრის ბოლოს გახდა შესამჩნევი და შესაბამისად საკმაოდ დიდი სტატიაც მიუძღვენი (ბმული). თუმცა მხოლოდ ჩემს მიერ დაწერილი სტატია საკმარისი არ არის რომ საკითხი აქტუალური გახდეს და ხელისუფლბას დაესვას შეკითხვები, რომელიც ძალიან ბევრია დაგროვილი ამ და სხვა, ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებში. ეჭვი მაქვს ეს საკითხი იქნება ერთერთი იმათგანი, რომელიც ამჟამინდელი ხელისუფლების ჩუმი მოქმედებების გამო, საზოგადოებას "ფაქტის წინაშე" დააყენებს და არაფრის შეცვლის საშუალება აღარ გვექნება.
აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხი, არაკელიანის განცხადების მიხედვით თუ განხილვაშია ჯერ კიდევ ივანიშვილის პრემიერობის დროიდან, მაშინ გამოდის რომ ქართულ მხარეს კარგად უნდა სცოდნოდა რსეთის მიერ დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ, აფხაზეთის სრული "ანექსიის" საკითხთან დაკავშირებით და მათ დროზე უნდა მიეღოთ ზომები, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო ამხედრებული იყო რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის წინააღმდეგ და ეზრუნათ მის შეკავებაზე. წარმოუდგენელია რომ რკინიგზის საკითხის კონტექსტში რუსეთს არ ეხსენებინა აფხაზეთთან გასაფორმებელი შეთანხმების შესახებ დაგეგმილი პროცესები. შეიძლება ეს პირდაპირი და ღია გზით არ გაკეთებულა მაგრამ დარწმუნებული ვარ, მინიშნებები იქნებოდა რომლიდანაც მოლაპარაკებებში მონაწილე "ქართველს", ელემენტარული დასკვნები უნდა გამოეტანა. კიდევ უფრო ციდად არის საქმე თუ ქართულმა მხარემ იცოდა ეს ყველაფერი და არავითარ ზომებს არ მიმართა და საზოგადოების ზურგს უკან, მტერთან გარიგების შემთხვევასთან გვაქვს საქმე ანუ გამოდის რომ კონკრეტულად ღალატს აქვს ადგილი!
როგორც ჩანს სომხებმა, საქართველოს ხელისუფლების სისუსტისა და აშკარა რუსული ძალების გაძლიერების ფონზე, სატრანსპორტო ბლოკადის გარღვევა გადაწყვიტეს და თვლიან რომ ეხლა ამისთვის ხელსაყრელი მომენტია.
რაც შეეხება დაფინანსებას, თუ კი ღმერთმა არ ქნას და ქართული მხარე დათანხმდა ამ მომაკვეთზე სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას. 
შეგახსენებთ რომ სომხეთის რკინიგზა მმართველობაში აქვს გადაცემული რუსეთის რკინიგზას და შესაბამისად  ის იქნება ინვესტორი რიმელიც აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენაში სხვადასხვა, არაზუსტი შეფასებებით 2 მილიარდ დოლარმადე თანხას დახარჯავს. რა თქმა უნდა ამას არა მხოლოდ სომეხთა კეთილდღეობისთვის გააკეთებს.
 ამ ყველაფრიდან გამომდინარე საქართველოს საზოგადოებამ ხელისუფლბას უნდა დაუსვას შკითხვები მოლაპრაკებებთან დაკავშირებით და ასევ გახდეს ღია და საჯარო საკითხის განხილვა. მხარეთა შემოთავაზებები და ა.შ. წინააღდმეგ შემთხვევაში დაერქვას ამას საზოგადოების ზურგს უკან მტერთან გარიგება - ანუ ღალატი!

Комментариев нет:

Отправить комментарий