Страницы

пятница, 7 ноября 2014 г.

ვითარება უკრაინაში - შეტაკებები ახალი ძალით განახლდა!

უკრაინაში ვითარება დაძაბულობის პიკს აღწევს და ფართომაშთაბიანი საომარი მოქმედებების საფრთხის განხილვა, სულ უფრო აქტუალური ხდება. ამ დრომდე ყველა იმ ადამიანს, ვისაც კი ილუზია ჰქონდა რომ ა/წ 5 სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება,
მოქმედებდა და მას არცერთი მხარე არ დაარღვევდა, მცირე ინციდენტების ერთეული შემთხვევების გარდა, სავარაუდოდ გაუქრა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, არაერთი ინფორმაცია გავრცელდა რუსული სამხედრო კოლონების გადაადგილების შესახებ. ასევე გაჩნდა ინფორმაციები რომ რუსი სამხედრო კონტრაქტორები კვლავ იღებენ შვებულებებს და "დასასვენებლად" უკრაინაში, დონეცკის ან ლუგანსკის ოლქებში მიემგზავრებიან. 

 დღევანდელი დღე, განსაკუთრებით აქტიური გამოდგა უკრიანის ფრონტზე. რუსულმა და ტერორისტულმა შენაერთებმა დილის 9:00-ზე დაიწყეს ინტენსიური შეტევა, დონეცკის აეროპორტში გამაგრებულ უკრაინელ მებრძოლთა პოზიციებზე, თუმცა ამ დრომდე მათ ერთი მეტრითაც ვერ წაიწიეს წინ და უკრაინელების ინფორმაციით, ძალიან ბევრი გამოასალმეს სიცოცხლეს. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფოირმაციის მიხედვით, დონეცკის აეროპორტის მიმდებარედ არ ცხრება საარტილერიო კონონადა. 
 ასევე სატანკო შეტევა განხორციელდა მირიუპოლის მიმართულებით. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით 7 უკრიანულმა ტანკმა T-64, პრაქტიკულად წარმოუდგენელი შესძლო და  30 რუსული ტანკის T-80-ების შეტევა მოიგერია. უკრაინულმა მხარემ ხოლოდ ერთი ტანკი დაკარგა. 
ასევე დღეს, დღის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია რომ  შეტაკებები მოხდა დასახლებულ პუნქტ დებალცევოსთან. ამ მიამრთულებაზე ასევე დაიწერა რომ შეიმჩნევა რუსული და ტერორისტული არმიის აქტივობა და ფართომაშტაბიანი შეტევისთვის მზადება. 
 ერთერთმა სოციალური ქსელის მომხმარებელმა დაწერა რომ ბელორუსიაში არსებულ რუსულ საავიაციო ბაზაზე, დაძაბული მოლოდინის რეჟიმია და სამხედრო პილოტები ბრძანების მოლოდინში არიან.
 დასავლურ მედიაში წერენ რომ 5 სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აღარ მოქმედებს და ის თითქმის უაზრო დოკუმენტად იქცა, რომელსაც არავინ არ იცავს.  
ზოგადად შექმნილი ვითარება პესიმიზმის საფუძველი ხდება და გაჩნდა მოლოდინი რომ რუსეთი და კონკრეტულად პუტინი, მაშტაბური საბრძოლო მოქმედებებისთვის ემზადება.  

1 комментарий:

  1. :) ცუდად აქვთ ღრუსებს ღრუზინცებს და სხვანაირი რჯულის ორფეხა–ებს საქმე.

    ОтветитьУдалить