Страницы

четверг, 6 ноября 2014 г.

დაპირისპირება ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში!

ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დაპირსპირება მწიფდება მის ორ წევრს შორის, ყაზახეთსა და სომხეთს შორის. სოხები განაწყენებულები არიან ყაზახეთზე, ნაზარბაევის განცხადების გამო, რომელიც ყაზახეთის პრეზიდენტმა სომხეთის კავშირში მიღებისას გააკეთა.
მაშინ ნაზარბაევის თქმით სომხეთი, უნდა გაეთვალსიწინებინა რომ კავშირში შედიოდა ოკუპირებულ ყარაბახის გარეშე და საერთაშორისოდ აღიარებული საზღრებით. რაც ასევე გულისხმობს იმას რომ ყარაბახის საზღვარზე უნდა მოქმედებდეს საბაჟო რეჟიმი. 

დღეს ეს საკითხი აქტუალური გახდა, ერთერთ ყაზახურ გამოცემაში გამოქვეყნებული სტატიის გამო, რომელსაც საპასუხო სტატია მიეძღვნა სომხურ გამოცემებში. ყაზახი ჟურნალისტის აზრით სომხები, ნაზარბაევის განცხადების გამო, მუდმივად თავს ესხმიან და დამამცირებელი ტერმინებით მოიხსენიებენ როგროც ქვეყნის ლიდერს ასევე ზოგადად ქვეყანას. ჟურნალისტი უკმაყოფილოა იმით რომ სომხეთი თავად არავითარი დოვლათის შემქმნელი არ იქნება ეკონომიკური კავშირისთვის და მხოლოდ საერთო "გობიდან" მჭამელის ფუნქციით იქნება აღჭურვილი.  ჟურნალისტი ასევე ითხოვს "სომხებს ერთხელ კარგად მოხვდეთ ცხვირში" რომ მომავალში ყაზახების შეურაწყოფისგან თავი შეიკავონ. (წყარო)
 ყაზახეთი, ევრაზიულ კავშირში ერთგვარი "ალასანიასავით" იქცა, რომელიც ბოლო დროს დასავლეთისაკენ უფრო დგავს ნაბიჯებს, ვიდრე რუსეთის ინტერესების გატარებისა და დაცვისაკენ, რასაც გასული წლების განმავლობაში აკეთებდა. ნაზარბაევის ერთერთი განცხადება, რომელიც ამ "ოპოზიციონერობას" ააშკარავებდა თუ გახდა მისი მიზეზი, ეს იყო მიმდინარე წლის სექტემბერში მინსკში გამართული შეხვედრა ევრაზიული კავშირს, ევროპასა და უკრაინას შორის, რომელიც დონბასზე კონფლიქტს ეხებოდა. მაშინ ნაზარბაევმა ისაუბრა იმ გაუგებრობის შესახებ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებულებებში იყო და სწორედ ამით გამოიწვია პუტინის ის ცნობილი რეპლიკა, რომელშიც პუტინმა ყაზახეთის სახელმწიფებრიობის არსებობა უარყო. 
 ნაზარბაევის წარმოდგენით ევროკავშირთან არავითარი პრობლემა არ არსებობს გარდა ერთისა, რომ საჭიროა საწარმოო სტანდარტების სინქრონიზაცია და არ შეიძლება ასეთი საკითხი ქვეყნებს შორის დაპისპირების საგანი ხდებოდეს, რადგან საკითხი უმარტივესი გადასაწყვეტია. ნაზარბაევის ამ სიტყვას კი წინ უძღოდა პუტინის ვრცელი გამოსვლა და ახსნა იმისა, თუ რამდენად განსხვავდება "რუსული" სტანდარტი ევროკავშირის სტანდარტებისგან და რამდენად შეუძლებელი იყო ის რომ ევროპული სტანდარტების მქონე ქვეყანას, რუსეთთან ევრაზიულ კავშირთან რაიმე სახის ურთიერთობა ქონოდა. სწორედ ხედვების ასეთი სხვაობის გამო მოხდა ის რომ ნაზარბაევმა საკუთარი დიპლომატია დასავლეთსა და ევროპისკენ მიმართა, რაც პუტინის მხრიდან რა თქმა უდნა ღალატად იქნებოდა აღქმული. 
რაც შეეხება სომხეთის წევრობას ავრაზიის ეკონომიკურ კავშირში, შეთანხების ხელმოწრის დღესვე, რომელიც 2015 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში,  სომხურ მედიაში იბეჭდებოდა გულისწყრომის გამომხატველი სტატიები რომ კავშირის ყველა წევრი მოხარული არ იყო მათი კავშირში წევრობით. 
როგორც ჩანს ევრაზიულ ეკონომიკური კავშირს სკანდალები წინ ელის და ამ ორგანიზაციაში რუსეთის პოზიციები პირდაპირ პროპორციული იქნება, პუტინის ძალაუფლების სიმტკიცესთან. სომხეთი კი ერთგვარი განხეთქილების მიზეზი ხდება.
P.S. სექტემბრის თვეში საქართველოს ესტუმრა ყაზახი დიპლომატების დელეგაცია, რომლებმაც შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართეს და რომელის მიზანიც, ქართული დიპლომატიის მხარდაჭერის მოპოვება იყო ყზახებისთვის ევროინტეგრაციის გზაზე. რა პასუხით გაისტუმრეს ქართველმა დიპლომატებმა ყაზახი კოლეგები უცნობია და სავარაუდოდ ეს მხარდაჭერა ქართული მხარისგან ვერ მიიღეს, რადგან მას შემდეგ არცერთი ყაზახეთის მხარდამჭერი განცხადება არ გაკეთბულა ქართველი პოლიტიკოსების მიერ!

Комментариев нет:

Отправить комментарий