Страницы

пятница, 7 ноября 2014 г.

მოსკოვში აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრი ჰოსპიტალიზებულია!

რამდენიმე წუთის წინ აფხაზი სეპარატისტების მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის ნოდარ ხაშბას მოსკოვის ერთერთ კლინიკაში ჰოსპიტალიზაციის შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციით ხაშბამ საავადმყოფოს თვითონ მიაკითხა, გულმკერდის არეში ტკივილის გამო. პრესის ინფორმაციით მოცემულ მომენტში ექიმები რეანიმაციულ ღონისძიებებს ატარებენ და ყოფილი პოლიტიკოსის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. 

შეგახსენებთ რომ ნოდარ ხაშბა, აფხაზ სეპარატისტთა მთავრობაში, პრემიერ-მინისტრის პოსტი 2004-2005 წწ ეკავა. მანამდე კი 10 წელი მუშაობდა, რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში უწყების ინვესტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე. იყო რუსეთის МЧС-ის, ოპერატიული ჯგუფის ხელმძღვანელი იუგოსლავიაში.
 ექიმები პროგნოზებისგან თავს იკავებენ და არავითარ კომენტარს, პაციენტის მდგომარეობის შესახებ არ აკეთებენ. ცნობილია მხოლოდ ის რომ პაციენტი რანიმაციულ განყოფილებაშია. განყოფილება კი რომელშიც ხაშბა იმყოფება, მისივე დაცვის მიერ არის იზოლირებული და შიგნით არავის უშვებენ. 

Комментариев нет:

Отправить комментарий