უკრაინულ მედიაში იუწყებიან რომ რუსეთმა უკრიანის საზღვრის სიახლოვეს ტაქტიკური რაკეტები განათავსა. "ისკანდერების" შესახებ ინფორმაცია გაავრცელა "ინფორმაციული წინააღმდეგობის ჯგუფის" ხელმძღვანელმა დიმიტრი ტიმჩუკმა.
ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების გადაადგილების შესახებ განაცხადა უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების სამსახურის პრეს-სპიკერმა ანდრეი ლისენკომ, თუმცა ლისენკოს კონკრეტულად "ისკანდერები" არ დაუსახელებია (წყარო). ლისენკოს თქმით, არმიის მეთაურობა ყურაღებით ადევნებს თვალს გადაადგილებებს, რომელსაც რუსული მხარე ახორციელებს და მზად არის ნებსიმიერი სცენარისთვის. ასევე ვრცელდება ინფორმაცია რომ უკრაინულმა არმიამ მიიღო ბრძანება, მოიგერიოს შეტევები და პოროშენკოს ბრძანებით დამხმარე ძალებიც გაიგზავნა ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში. (წყარო)
უკრაინული ოფიციალური წყაროები ადასტურებენ რომ რუსული არმიის პოზიციებიდან, არტილერიის გამოყენებით დღეს მთელი დღის განმავლბაში ბომბავდნენ ლუგანსკის ოლქში მდებარე, უკრაინული არმიის ბლოკპოსტებს. შეტაკებები ხდება დონეცკშიც.
ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული რუსული შეჭრის შესახებ ინფორმაცია, დასავლელი ლიდერებს შორის განსაკუთრებული განხილვის საგანი არ გამხდარა. აქტიური გახდა მხოლოდ გაერო, რომელმაც განაცხადა რომ უკრაინის კრიზისის დასაძლევად ეუთოსთან მჭიდრო თანამშრომლობას იწყებს, თუმცა არაფერი თქმულა იმის შესახებ თუ რას უპირსპირებენ პუტინის ახალ პროვოკაციას. პროვოკაციას რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს კიდევ უფრო ღრმა კრიზისი უკრაინაში და არა მხოლოდ უკრაინაში.
ის რასაც რუსეთი ბოლო ერთი თვის განმავლობაში აკეთებს, მსოფლიოს ლიდერი ქვეყნების დაშინების მცდელობას ჰგავს. კუნთების თამაში ცასა და წყალში.
რუსებმა კბილები გამოაჩინეს და რას მიიღებენ შედეგად? ამას ალბათ უახლოესი მომავალი აჩვენებს, თუმცა ცუდი ის არის რომ ამ მონსტრის წაქცევას ეწირება მისი მეზობლები და ჩვენზე ტყდება ეს მძიმე ჯოხი. რუსეთი რომ დამარცხებისთვის განწირულია, ამას დიდი სჯა-ბაასი აღარ უნდა, თუმცა საინტერესო და დამაფიქრებელი ის საფრთხეებია, რომელიც ამ მონსტრის აგონიას უკავშირდება.
საინტერესოა კიდევ რის დაშავებას მოასწრებს პუტინი, ვიდრე ეკონომიკური მარყუჟი მოუჭერდეს ბოლომდე და თავად რუსების ხელით დაამხობენ. ვიდრე ეს მოხდებოდეს, მოგვიწევს ასეთი სახის ინფორმაციების მოსმენა და გუსიხლეთქვა იამზე თუ ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი...
Комментариев нет:
Отправить комментарий