ალასანიას გუნდის ტრიუმფალური წასვლის შემდეგ დამდგარი შედეგის შემხედვარე, პასუხისმგებლიანი საზოგადოება, განსაკუთრებით კი "ინტელიგენცია" (არა ამ სიტყვის დაკნინებული მნიშვნელობით) პროცესის შეფასებას და შესაბამის რეაგირებას უნდა აკეთებდეს. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და ეს კრიზისი არ არის გამოწვეული რაიმე ბუნებრივი პროცესის შედეგად,
რომელიც ნორმალურ პოლიტიკურ პროცესად შეიძლება ჩაითვალოს. ქვეყანა და განსაკუთრებით ხელისუფლება ინტელექტის, გამოცდილების, მენეჯერული თვისებების, ზოგადად თანამედროვეობის დიდ დეფიციტს განიცდის. ეს არ არის ის კატეგორია ადმაინებისა, რომლებიც ეხლა უნდა ჩამოყალიბდნენ და მომავალში "კარგი საქმის" მკეთებლებად მოგვევლინონ. ისინი სწავლებას აღარა ექვემდებარებიან. ეს ადამიანები უკვე მართავენ ქვეყანას და მათ მიერ წარმოებული საქმეები, აშკარად საზიანოა სახელმწიფოებრიობისთვის. ვინ დაიცავს ამ შემთხვევაში ქვეყანას?
რატომღაც ისეთი მდგომარეობა გვაქვს შექმნილი რომ აუცილებლად უცხოეთიდან უნდა შეგვაფასონ, მიხვდნენ ჩვენს გასაჭირს, გაანალიზონ და დაგვეხმარონ. თუ ასე არ ვფიქრობთ მაშინ ვინ გადაჭრის ამ პრობლემას - ღარიბაშვილი? ივანიშვილი? ბესელია? კობახიძე? ვოლსკი? ალასანია? ქუცნაშვილი და ა.შ. ?
ამ კითხვის ნიშნის დატოვება ძალიან დიდ რისკზე წასვლას ნიშნავს და ეხლა ის მდგომარეობაა, როდესაც საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში პროცესებზე კონტროლი. რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ რაიმე კონკრეტულ ბიუროკრატიულ ინსტრუმენტს მაგრამ ალტერნატიული აზრის არსებობა, რომელიც მოკლებული იქნება რაიმე პოლიტიკურ შინაარს და რომელსაც ანგარიშს გაუწევენ ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსები, თუ არ გაჩნდა ქვეყანაში, საზოგადოების პოლიტიკური კულტურა, ზემოთ ჩამოთვლილი გვარების პილიტიკური კულტურის მომხმარებლებად დარჩება და ეს არის ძალიან ცუდი. ეს არ არის პროგრესი. საჭიროა ასეთ ვითარებებში საკუთარი მოქლაქეობრივი ვალდებულების გაცნობიერება და მისი როგორც "უფლების" გამოყენება.
გამომდინარე იქიდან რომ სიტყვა "ინტელიგენცია" ზედმეტად გაფეტიშებულია ისევ ამ სტატუსის "არასწორედ" მქონეთა ქცევით. ერთგვარად კომიკურია და არაფერს აძლევს რიგით ობოვატელს. ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია დავაკონკრეტო რომ მსახიობებს, რეჟისორებს, მხატვრებს და ა.შ. არ ვგულისხმობ.
უნივერსიტეტი არის წყარო ცოდნის ქვეყნისთვის და იქიდან უნდა ამოიღონ ხმა არა სტუდენტებმა, არამედ ამ სტუდენტების ლექტორებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. თაობის აღზრდა მხოლოდ სხვა ქართველი გმირი მეცნიერების ცხოვრებისეული ისტორიებით არ უნდა ხდებოდეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავადაც შეუძლია რასაც ასწავლის იმის მაგალითი, რეალურ ცხოვრებაში უჩვენოს შედეგითურთ! და თუ ამას არ ასწავლის მაშინ კიდევ უფრო ცუდად გვქონია საქმე...
შესანიშნავი ინტელექტის მქონე ქართველები არიან უცხოეთში, მათაც უნდა ამოიღონ ხმა და შეეცადონ რაღაცნაირად ჩაერთონ პროცესებში. ეს კარგია რომ ქართველი მეცნიერი ან ნებსიმიერი წარმატებული ქართველი, ლოკალურად სფეროში ასახელებს ქვეყანას და კარგი მიღწევები აქვს მაგრამ, როგორ ქვეყანას ასახელებს ამას ხომ აქვს მნიშვნელობა? ქვეყანას, რომლის სახესაც ღარიბაშვილი წარმოადგენს თუ ქვეყანას, რომელიც გოლიათს არის შეჭიდებული და საკუთარ დამოუკიდებლობას სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცავს?!
ჩემი სუბიექტური აზრია რომ დღეს მიმდინარე პროცესების მხოლოდ პოლიტიკოსების ხელში დატოვება არაფრისდიდებით არ იქნება კარგი. ძალიან ბევრი საფრთხე არსებობს და ეს საფრთხეები სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტურ საკითხებს ეხება!
კრიზისი სახეზეა - და ვინ გადაჭრის პრობლემას?

Комментариев нет:
Отправить комментарий