უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე მოვლენების გაშუქებამ იკლო ქართულ მედიაში, თუმცა მიუხედავად ამისა იქ მდგომარეობის დეესკალაცია არ მომხდარა და ისევ ისე ხდება შეტაკებები და ისევ ისე იღუპება უკრაინელი ხალხი.
დონეცკის აეროპორტში კვალვ მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლები, რუსი ტერორისტები ვერ ახერხებენ აეროპორტის ალყაში მოქცევას და აღებას. შეტაკებები მიმდინარეობს 24 საათის განმავლობაში, მძმე ტექნიკისა და არტილერიის გამოყენებით. ყოველ ჯერზე ტერორისტები საპასუხო ცეცხლს იღებენ და დიდი დანაკარგებით ტოვებენ ტერიტორიას. ასეთი მდგომარეობა ნარჩუნდება ბოლო ორი კვირის განმავლობაში.
დღეს ტურჩინოვმა პრესასთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა რომ მინსკში მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ტერორისტებმა ის დაარღვიეს ათასჯერ.
დაძაბული ვითარება ნარჩუნდება მარიუპოლის მიმართულებით. ამ მიმართულებით ძირითადად ხდება ტერორისტთა სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების მიახლოება უკრიანული არმიის პოზიციებთან. ხშირია მათი დაპატიმრების შესახებ ცნობები.




Комментариев нет:
Отправить комментарий