პრეზიდენტმა ობამამ გუშინ ხელი მოაწერა ბრძანებულებას რომლის მიხედვითაც რუსი ჩინოვნიკების აქტივები დააპატიმრეს (წყარო). პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით სანქციები დაწესდა იმ ოფიციალურ პირთა მიმართ ვინც საკუთარი ქმედებებით ხელშ უშლის
უკრაინაში დემოკრატიულ პროცესებს, ემუქრება მის უსაფრთხოებას და უკანონოდ ითვისებს მის აქტივებს. სანქცირებულთა სიაში ამჯერად მოხვდნენ პუტინის უახლესი გარემოცვა, ფედერალური საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო, ვიცე-პრემიერი დიმიტრი როგოზინი, პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი, დუმის დეპუტატი ელენა მიზულინა, დეპუტატი ლეონიდ სლუცკი და სენატორი ანდრეი კლიშასი, ასევე რამდენიმე უკრიანელი ჩინოვნიკი. ადმინისტრაციის განმარტებით სიას დაემატება ასევე სამხედრო-სამრეწველო სფეროს წარმომადგენლები რომელთა სახელობით სიას აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო შეადგენს.
აღნიშნულ სიაში მოხვედრილ პირებს ეკრძალებათ აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლა, ასევე ამერიკის მოქალქეებს ეკრძალებთან ამ პირებთან საქმიანი ურთიერთობა.
მოცემულ მომენტში სანქციადადებულთა რა ქონებაა დაპატიმრებული არ კონკრეტდება, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობაც არ აქვს. სანქცირებულთა სიის გაზრდა იმის მაჩვენებელია რომ რუსი პოლიტიკოსები კვლავ განაგრძობენ უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს და ხელს უწყობენ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიოენებში სიტუაციის დესტაბილიზაციას.

Комментариев нет:
Отправить комментарий